ევროკავშირის ელჩები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტის დამტკიცების შესახებ შეთანხმდნენ, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ფრანს-პრესი“ ავრცელებს.
სააგენტო „ფრანს-პრესის“ ცნობით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-16 პაკეტს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ოფიციალურად 24 თებერვალს დაამტკიცებენ, რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის მესამე წლისთავის დღეს.
ევროკავშირის დიპლომატების ინფორმაციით, სანქციების მე-16 პაკეტი რუსული ალუმინის იმპორტის აკრძალვას ითვალისწინებს.
ცნობისთვის, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-15 პაკეტი დეკემბერში მიიღო, რომლის სამიზნე რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტი“ იყო.
