„ჰამასი“ მზად არის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მეორე ეტაპის ფარგლებში, ღაზაში დარჩენილი ყველა მძევალი გაათავისუფლოს“ – Al Jazeera

“ჰამასი” მზადაა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მეორე ეტაპის ფარგლებში, ღაზაში დარჩენილი ყველა მძევალი გაათავისუფლოს”, – წერს Al Jazeera ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე დაყრდნობით.
ტექსტში ასევე აღნიშნულია, რომ მძევლების ერთბაშად გაცვლამ, შეთანხმების მიხედვით, ცეცხლის მუდმივი შეწყვეტა და ღაზადან ჯარების სრული გაყვანა უნდა გამოიწვიოს.
მანამდე, ს პრემიერ-მინისტრის ოფისმა დაადასტურა, რომ კაიროში გამართული არაპირდაპირი მოლაპარაკებების შედეგად, “ჰამასი” შაბათს ექვს მძევალს გაათავისუფლებს, ხვალ კი ისრაელს 4 მძევლის ცხედარი უნდა გადასცეს.