ბიძინა ლებანიძე – ევროპულ უსაფრთხოებას თუ რაიმე უქმნის საფრთხეს, ეს არის გერმანიის პოლიტიკური იმპოტენცია, მისი სრული უუნარობა, იკისროს ევროპის ლიდერის როლი

გერმანიაში 23 თებერვალს დაგეგმილი ს წინ როგორია გერმანულ საზოგადოებაში პოლიტიკური განწყობები, არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ სუბიექტებს შანსები, მათი შეხედულებები უმნიშვნელოვანეს საკითხებზე, ს ომზე, მიგრაციაზე, რუსეთზე, ჩინეთსა და ამერიკაზე, ასევე იმაზე, სავარაუდოდ, რა შეიძლება გამოიწვიოს ევროპის მიმართ ამერიკის მიერ დაანონსებულმა სატარიფო ომმა და ახლახან გამართული მიუნხენის კონფერენციის „შედეგებმა“, „ინტერპრესნიუსი“ იენას ფრიდრიხ შილერის უნივერსიტეტის მკვლევარს, ბიძინა ლებანიძეს ესაუბრა.
– ბატონო ბიძინა, უკრაინა-რუსეთის ომის გამო, ასევე იმის გამო, რომ -ს არაპროგნოზირებად პრეზიდენტ ტრამპს ევროპის მომავლის მიმართ თავისი შეხედულებები აქვს, გერმანიაში დაგეგმილი არჩევნების წინ მძიმე პოლიტიკური ვითარებაა.
ტრამპისა და მისი გუნდის მცდელობების გამო რომ ევროპის პოლიტიკურ ველზე ვითარება მნიშვნელოვნად შეცვლილია, ეს მიუნხენის კონფერენციამაც ცხადად გვაჩვენა. თუ რა გავლენას მოახდენს მიუნხენის კონფერენციის „შედეგები“, ევროპის პოლიტიკურ ველზე და გერმანიაში მოახლოებულ არჩევნებს, ჩვენ ამაზე აუცილებლად ვისაუბრებთ.
მიუხედავად იმისა, უკრაინა-რუსეთის ომმა ევროპის ქვეყნების ეკონომიკებზე სერიოზული გავლენა იქონია, გერმანიაში მშპ მხოლოდ 1% -აა შემცირებული. თუმცა, პრობლემები არსებობს ავტო წარმოებაში, შემცირებულია გაყიდვების რაოდენობა, შიდა პოლიტიკაში ყველაზე ძირითადი გახლავთ მიგრაციის პრობლემა და ამ საკითხზე პოლიტიკურ ძალებს შორის სხვადასხვა მიდგომები.
როგორ დაახასიათებდით გერმანიაში 23 მაგისთანებისათვის დაგეგმილი არჩევნების წინ გერმანიაში არსებულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ მდგომარეობას?
– თქვენ სწორად აღნიშნეთ, გერმანიის ეკონომიკა კრიზისშია, რაც ნაწილობრივ საგარეო ფაქტორებით, ნაწილი კი პოლიტიკური კლასის უუნარობით, და ბოლო წლებში მიღებული მცდარი გადაწყვეტილებებით არის გამოწვეული.
ეს ეხება არა მხოლოდ, ეკონომიკურ და სოციალურ პრობლემებს, არამედ გერმანიის ტრადიციულად ძლიერ ინდუსტრიულ სფეროებს, როგორიცაა მაგალითად ავტოინდუსტრია და წარმოება, რაც გამოწვეულია გლობალური კონკურენტების მომრავლებით, გერმანიაში მიმდინარე მწვანე ტრანსფორმაციით და ასევე ციფრულ და ტექნოლოგიურ სფეროებში ჩამორჩენილობით.

მოსახლეობას ასევე აწუხებს ბევრი სოციალური და ეკონომიკური პრობლემა, რაც აკუმულირდება მოსახლეობის ნეგატიურ დამოკიდებულებაში ახლანდელი ხელისუფლებისა და ზოგადად ტრადიციული პარტიების მიმართ. ამიტომ არჩევნების შედეგად ცვლილება ნამდვილად იქნება.
ახლანდელი კანცლერი ოლაფ შოლცს, სავარაუდოდ, გადაირჩევენ, და ახალი კანცლერი ქრისტიან დემოკრატი ფრიდრიხ მერცი გახდება. ასევე კიდევ უფრო გაძლიერდებიან ულტრამემარჯვენე და მემარცხენე რადიკალები.
– აშშ-ში ტრამპის გაპრეზიდენტების გამო გეოპოლიტიკური ცვლილებების ტალღა ევროპას, მათ შორის გერმანიას მისწვდა.
ამის ნათელი მაგალითია ტრამპის თანაგუნდელის მიერ ულტრამემარჯვენე, გერმანიაში საკმაოდ ბევრისთვის მიუღებელი „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მხარდაჭერა და დაფინანსება. ვიცით, რომ ამ ფაქტმა გერმანულ საზოგადოებაში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია.
თუ მანამდე მოსკოვი სპეცსამსახურების საშუალებით ევროპაში, მათ შორის გერმანიაში ულტრამემარცხენეებსა და ულტრამემარჯვენეებს ფარულად აფინანსებდა ევროპის პოლიტიკურ ველზე სიტუაციის ასარევად, ახლა ვხედავთ, რომ იმავეს აკეთებს აშშ-ს თეთრი სახლის მაღალჩინოსანი და მსოფლიოში ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი ილონ მასკი.
სიტუაციას ისიც ართულებს, რომ გერმანიისთვის უმნიშვნელოვანეს თემებზე გერმანულ საზოგადოებაში გაზრდილია აზრთა სხვადასხვაობა. ბევრ გერმანელში უნდობლობის ტალღა გააჩინა ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირსა და „ალტერნატივა გერმანიისთვის“ სიმბოლურმა და სიტუაციურმა თანამშრომლობამ.
როგორ დაახასიათებდით გერმანიის არჩევნებში მონაწილე ძირითადი პოლიტიკური ჯგუფების ფავორიტებად მიჩნეულ ჯგუფებს?
რა შეიძლება იყოს მიზეზი იმისა, რომ ამერიკელი მილიარდერი ილონ მასკი „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ფინანსურად ეხმარება?
– ამაში გასაკვირი არაფერია. ილონ მასკი და ზოგადად ტრამპის ადმინისტრაცია იდეოლოგიურად თავადაც ულტრამემარჯვენეა და „ალტერნატივა გერმანიისთვის“ პარტიასთან (AFD) ყველაზე ახლოს დგას. მასკიც და ტრამპიც ევროკავშირის ცენტრისტულ პოლიტიკურ ელიტას აღიქვამენ მთავარ იდეოლოგიურ მტრად და დაინტერესებული არიან ულტრამემარჯვენე, თუნდაც მოფაშისტო პოლიტიკური ძალების გამარჯვებით ევროპის ქვეყნებში.

მასკი და AFD იდეოლოგიურად ასევე ახლოს დგანან ეკონომიკის სფეროშიც, ორივე მხარს უჭერენ რა მეტ დერეგულაციას, ნეოლიბერალურ რეფორმებს, და ევროკავშირის რეგულაციების შემცირებას.
მასკს ასევე სავარაუდოდ პრობლემები შეექმნება იქს პლატფორმის გამოც, რომელიც ევროკავშირის ციფრული სერვისების კანონმდებლობასთან შეუსაბამობის გამო შეიძლება დიდი ჯარიმით დააჯარიმოს ევროკავშირმა, ალგორითმების გაუმჭვირვალობის და სხვა შეუსაბამობების გამო.
ძირითადად ამ მიზეზების გამო მასკი ცდილობდა წინასაარჩევნოდ აფდ-ს ასე ვთქვათ დაბუსტვას, თუმცა უშედეგოდ. თავად გერმანელებში მასკი საკმაოდ არაპოპულარულია და მისმა მხარდაჭერამ შეიძლება უკუეფექტიც კი იქონია.
რაც შეეხება არჩევნების ფავორიტებს. არჩევნებს, სავარაუდოდ, ქრისტიან დემოკრატიული პარტია (CDU) მოიგებს, რომელიც მკაცრი საიმიგრაციო პლატფორმით ცდილობს აფდ-ს ხმებიც წაიღოს. AFD ალბათ მეორე ადგილზე გავა, მაგრამ მთავრობის მიღმა დარჩება. მთავრობას CDU დააკომპლექტებს სხვა ცენტრისტულ პარტიებთან ერთად, კანცლერი კი მერცი გახდება.

– რა განსხვავებებია მათ შორის გერმანიის საშინაო პოლიტიკაში?
არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ ჯგუფებს შორის რა განსხვავებია საგარეო პოლიტიკურ საკითხებში?
იგულისხმება უკრაინა-რუსეთის ომი, აშშ-ევროპა-გერმანიის დამოკიდებულება, ასევე ევროპა-ჩინეთის ურთიერთობები?
– საგარეო პოლიტიკას, და განსაკუთრებით რუსეთ-უკრაინის ომს და ზოგადად ჩვენს რეგიონს რაც შეეხება, გერმანიის პოლიტიკური სპექტრი ორ ჯგუფად შეგვიძლია დავყოთ: ერთ მხარეს არიან ქრისტიან-დემოკრატები, მწვანეები და თავისუფალი დემოკრატები, რომლებიც, თუ ერთმანეთთან შედიან კოალიციაში, ტრადიციულად უფრო კრიტიკული არიან რუსეთის მიმართ, ასევე ჩინეთის მიმართ, მეტად უჭერენ მხარს უკრაინას.
მეორე მხარეს არიან ულტრამემარჯვენე და ულტრამემარცხენე პარტიები – აფდ, ლინკე და ლინკესგან გამოყოფილი სარა ვაგენკნეხტის (ბსვ) კავშირი. ამ პარტიების რაიმე ფორმით მონაწილეობა მთავრობის დაკომოპლექტებაში სრული კატასტროფა იქნება, ესენი არიან ტრადიციულად პრორუსული, პროპუტინისტური, ანტიუკრაინული და ანტიევროპული პარტიები.
ამ ორ ჯგუფს შუაში არიან სოციალ-დემოკრატები, შრიოდერის და შოლცის პარტია, რომლებიც რუსეთის მიმართ როგორც წესი მეტი სიმპათიით გამოირჩევა, თუმცა ამასთანავე მეინსტრიმულ პოლიტიკას მიყვება და იმდენ შეცდომას მაინც არ აშავებს.

მაგალითად, რუსეთ-უკრაინის ომში, ბევრი ტაბუს მსხვრევა და წარსული შეცდომების გამოსწორება, როგორიც იყო რუსეთისგან ენერგოსფეროში ჩახსნა, ნორდსტრიმის გაჩერება, უკრაინის სამხედრო დახმარება და ა.შ. სწორედ ამ პარტიის კანცლერის შოლცის პირობებში მოხდა.
თუმცა, ამასთან ბევრი ნიუანსია, რაც პარტიების ასეთ კლასიფიცირებას ართულებს. მაგალითად, იგივე „მწვანეები“ სოციალ-დემოკრატების მსგავსად წინააღმდეგი იყვნენ უკრაინისთვის ტაურუსების მიწოდების. თავისუფალი დემოკრატები თავიანთი ფისკალური დისციპლინით ასევე ხშირად ართულებდნენ უკრაინისთვის ფინანსური მხარდაჭერის პროცესს.
სოციალ-დემოკრატებს თავის მხრივ ჰყავთ როგორც ძლიერი პრო-რუსული პაციფისტური ფრთა, ასევე უფრო საღად მოაზროვნე პოლიტიკოსები, როგორიცაა თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი.
ზოგადად, გერმანიის პოლიტიკური და პარტიული სისტემა გამოირჩევა თავისი სტაბილურობით და დაბალანსებულებით, პარტიები იშვიათად იღებენ რადიკალურ პოზიციებს და ხელისუფლება, როგორც წესი ყოველთვის არის კოალიციური. ამიტომ რადიკალურ ცვლილებებს არჩევნების შემდეგ არც ამჯერად უნდა ველოდეთ, ან თუ მაინც იქნება, ეს იქნება უფრო მსოფლიო გეოპოლიტიკურ გარემოზე რეაქციის გამო და არა შიდაპოლიტიკური ცვლილებების გამო.

რაც შეეხება საშინაო პოლიტიკას, აქ ძირითადი განსხვავებაა მიგრაციის დარეგულირების კუთხით, ასევე ეკონომიკური რეფორმების, დერეგულაციის, შრომითი ბაზრის და სოციალური რეფორმის სფეროებში.
ქრისტიან დემოკრატებმა თუ გაიმარჯვეს და ახალ კოალიციაში მოწინავე პარტიად მოვიდნენ, რისი დიდი შანსიც არის, იქნება უფრო მკაცრი მიგრაციული პოლიტიკა, ასევე მეტი ფოკუსი სამხედრო სფეროზე, მეტი დერეგულაცია და დიგიტალიზაცია.
– იმის გამო, რომ ჯერ სირიაში ომმა, შემდეგ უკრაინა-რუსეთის ომმა გერმანიაში ერთ-ერთ უმწვავეს პრობლემად მიგრაციის თემა აქცია.
მოსახლეობის დიდი ნაწილი მიგრანტების წინააღმდეგია. მეტიც, პოლიტიკური ჯგუფების ნაწილი გერმანიაში შემსვლელთათვის საპასპორტო კონტროლის გამკაცრებას, ანაც გერმანიის ირგვლივ „სანიტარული კორდონის“ დაწესებასაც კი მოსთხოვს.
მიგრაციის თემის მიმართ არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური სუბიექტების დამოკიდებულება როგორია და რა როლი შეიძლება ითამაშოს ამ დამოკიდებულებამ არჩევნების შედეგებზე?
– გერმანიაში ბოლო წლებში ხდებოდა ის, რაც ხდებოდა დასავლეთის ბევრ ქვეყანაში და რამაც მათ შორის აშშ-ს ხელისუფლებაში მოიყვანა ტრამპი: ტრადიციული პარტიები გადაიხარნენ ძალიან მარცხნივ, შეწყვიტეს ამომრჩევლის გულისტკივილის მოსმენა, და კონცენტრირდნენ საკითხებზე, რომელიც მოსახლეობის უდიდეს ნაწილს აბსოლუტურად არ ადარდებს. ამასთან ხდებოდა ბევრი საყოფაცხოვრებო პრობლემის იგნორირება. ეს არ არის მხოლოდ მიგრაციის საკითხი.
გერმანიაზე თუ ვსაუბრობთ ამას თან ახლავს კრიმინოგენური მდგომარეობის გაუარესება, გაბერილი და უმოქმედო ბიუროკრატია, საცხოვრისის ძალიან მწვავე კრიზისი. მაგალითად გერმანიის დიდ ქალაქებში ფაქტობრივად შეუძლებელია ბინის დაქირავება. ამას ემატება ინფლაცია და ეკონომიკური რეცესია და ამ ყველაფერს ზედ ემატება გერმანიის მთავრობის მიერ გატარებული რეფორმები მწვანე ტრანსფორმაციის გზაზე, რომლებმაც ცხოვრება კიდევ უფრო გააძვირა. ამის ფონზე, საერთოდ არაა გასაკვირი პოპულისტების საარჩევნო წარმატება.
ჩემი აზრით, დადებითი რაც მოხდა, არის ის, რომ ქრისტიან დემოკრატიულმა პარტიამ და მისმა ლიდერმა ფრიდრიხ მერცმა დროულად შენიშნეს, რომ მოსახლეობაში არის, უსაფრთხოების და ღირებულებების ნაწილში, მემარჯვენე-ცენტრისტულ პარტიაზე მოთხოვნა და მკაცრი საიმიგრაციო პლატფორმით ცდილობენ ამ ნიშის დაკავებას და პოპულისტებისთვის ხმების წართმევას.

ამ მეთოდმა იმუშავა მაგალითად ში, სადაც დანიელმა სოციალ დემოკრატებმა ანტი-საიმიგრაციო საარჩევნო პლატფორმით პოპულისტები განდევნეს მთავრობიდან. სავარაუდოდ მერცი და გერმანელი ქრისტიან დემოკრატებიც იმავეს ცდილობენ და ეს კარგი იქნება გერმანული დემოკრატიისთვის და ევროპისთვის.
– იმის გათვალისწინებით რომ ევროკავშირში გერმანიის როლი და წონა საკმაოდ მაღალია, რა საფრთხეები შეიძლება შეექმნას გერმანიაში დაგეგმილმა არჩევნებმა ევროკავშირის მომავალს, ევროპაში აქამდე არსებულ ევროპულ უსაფრთხოებას?
– საფრთხეებში თუ იმას გულისხმობთ, რომ AFD მოვა ხელისუფლებაში, ეს გამორიცხულია. გერმანიაში დღეისთვის არსებობს კონსენსუსი პოლიტიკურ პარტიებს შორის, რომ რაც არ უნდა მოხდეს, ულტრამემარჯვენეებთან კოალიციას არ შექმნიან და იზოლაციაში დატოვებენ.

მსგავსი იზოლირების პოლიტიკა არ არსებობს ულტრამემარცხენეებთან მიმართებით. ამ ფლანგს დღეს გერმანიაში ორი პარტია წარმოადგენს – ლინკე და BSW, და მათი საგარეო პოლიტიკური შეხედულებები ისეთივე კატასტროფული შეიძლება იყოს, როგორც AFD-ს შემთხვევაში.
თუმცა, დიდი ვარაუდით ვერც ულტრამემარცხენეები მოვლენ მთავრობაში. ახალი მთავრობა კვლავ ცენტრისტული პარტიებით დაკომპლექტდება, ასე რომ ამ მხრივ, გერმანიაში არ არსებობს ამერიკული სცენარის განმეორების პერსპექტივა და ამ მხრივ არც არანაირ საფრთხეს უნდა ველოდოთ.
თუ საფრთხეებზე გვინდა გავამახვილოთ ყურადღება, ევროპულ უსაფრთხოებას თუ რაიმე უქმნის საფრთხეს, ეს არის გერმანიის იმპოტენცია, მისი სრული უუნარობა, იკისროს ევროპის ლიდერის როლი.

თქვენ კი აღნიშნეთ, ევროკავშირში გერმანიის პოლიტიკური როლი, მაგრამ არანაირი მნიშვნელოვანი როლი პოლიტიკურად, გეოპოლიტიკურად თუ სამხედრო თუ უსაფრთხოების თვალსაზრისით გერმანიის ბოლო ათწლეულებში არ აუღია თავის თავზე. მისი დომინირება შემოიფარგლება მხოლოდ ვაჭრობით და ეკონომიკური სიძლიერით, მაგრამ არ ხდება ამის გარდასახვა პოლიტიკურ წონაში.
გერმანია პოლიტიკურად ეს არის იმპოტენტი სახელმწიფო, რომელიც კომფორტულად ამოფარებული იყო ამერიკის სამხედრო ქოლგას და სარფიანად ვაჭრობდა ჩინეთთან და რუსეთთან, ამით შემოიფარგლებოდა მისი გლობალური როლი.

ამას ემატება რომ ბოლო დროის ასეთ კრიზისულ პერიოდში ჰყავდათ სიტუაციისთვის სრულიად შეუფერებელი კანცლერი, , რომელმაც ლოკალური, კომუნალური პოლიტიკით გაიკეთა კარიერა და ვერ აუღო ალღო ასეთ გარდამტეხ გეოპოლიტიკურ ცვლილებებს, ამოეფარა ზურგს უკან მოკავშირეებს და ვაშინგტონისგან დამოუკიდებლად ნაბიჯს ვერ დგამდა.
გეოპოლიტიკურად დიდად მოწიფული პოლიტიკოსები არც მანამდე ჰყოლიათ ბერლინში, ანგელა მერკელის დიდი დამსახურებაა, რაც დღეს მსოფლიოში ხდება, თავის 16 წლიან მმართველობის ვადაში ყველანაირად ხელი შეუწყო, რომ რუსეთი მოძლიერებულიყო და გერმანია და ევროპა დასუსტებულიყო და რუსეთის მიმართ მოწყვლადი გამხდარიყო.
შოლცის მმართველობა მოკლეხნიანი მაინც იყო, მაგრამ ანგელა მერკელი არის ალბათ ყველაზე ცუდი კანცლერი, რომელიც გერმანიას ოდესმე ჰყოლია, მის მემკვიდრეობას ისტორიკოსები განსჯიან, მაგრამ მისი როლის გადაფასების პროცესი დღეს უკვე დაწყებულია.

– ფაქტია, რომ სულ ახლახან დასრულებულმა მიუნხენის კონფერენციამ, რომელზეც აშშ-ს პრეზიდენტ ტრამპის წარმომადგენლებმა, ვიცე-პრეზიდენტმა ვენსმა, გენერალმა კოლეგმა და სხვებმა უკრაინა-რუსეთის ომის დასრულების ამერიკული გეგმა წარუდგინეს. ტრამპის გეგმა ევროპის პოლიტიკურ წრეებისთვის ბევრი თვალსაზრისით აღმოჩნდა მიუღებელი.
პირველი იმის გამო, რომ აშშ უკრაინა-რუსეთის ომში კონფლიქტში ჩართული მხარეების მოდერატორობა ისურვა და არა უკრაინის მხარეზე ყოფნა. რაც იმასაც ნიშნავს, რომ ვაშინგტონს უკრაინა-რუსეთის ომში არა რუსეთის დამარცხება, არამედ უკრაინის დამარცხება უფრო სურს.
მეორე იმის გამო, რომ უკრაინა-რუსეთის ომის დასრულების მოლაპარაკებებში ვაშინგტონმა ევროპის მონაწილეობა სრულიად გამორიცხა. ამის გამო ევროპელი ლიდერები საფრანგეთის პრეზიდენტ მაკრონის მიწვევით პარიზში შეიკრიბნენ და ერთი მხრივ უკრაინის დახმარების გეგმებზე და ევროპული უსაფრთხოების საკითხებზე იმსჯელეს.
სავარაუდოდ, როგორ აისახება მიუნხენის კონფერენციის „შედეგები“ ერთი მხრივ ევროპის უსაფრთხოებაზე და მეორე მხრივ გერმანიის არჩევნებზე?
– მიუნხენის კონფერენციაზე მომხდარმა არა მგონია გერმანიის არჩევნებზე დიდი გავლენა ჰქონდეს. აქ ფაქტობრივად გადაწყვეტილია რომ CDU გაიმარჯვებს, კანცლერი იქნება ფრიდრიხ მერცი, და კოალიცია ექნებათ ან სოციალ-დემოკრატებთან ან მწვანეებთან, ან ორივესთან ერთად. თავისუფალი დემოკრატები თუ გადალახავენ 5% ბარიერს, ისინიც შეიძლება მოხვდნენ მთავრობაში. AFD კი გავა მეორე ადგილზე მაგრამ ოპოზიციაში დარჩება, რადგანაც არავის უნდა მათთან კოალირება.

რაც შეეხება ევროპის უსაფრთხოებას, ევროპელებმა პირველ რიგში თავის თავს უნდა დააბრალონ, რომ ასეთ მძიმე დღეში ჩავარდნენ. ყველასთვის ცხადი იყო, რომ აშშ ადრე თუ გვიან ევროპიდან გავიდოდა, ისიც ცხადი იყო, რომ ს ადმინისტრაცია ასეთ რადიკალურ ნაბიჯებს გადადგამდა, მაგრამ ყური არავინ შეიბერტყა.
ან პარიზის ეს ვითომ საგანგებო სამიტი რაში ეწერა, გაუგებარია. შეიკრიბნენ, ერთმანეთი მოიკითხეს, ვერაფერზე შეთანხმდნენ და დაიშალნენ, ასეთ შეხვედრას, საერთოდ არ შეკრებილიყვნენ ჯობდა. ამის გამოც აკრიტიკებენ ევროპელებს, რომ იწვევენ უამრავ სამიტებს, ქმნიან ათას სამუშაო ჯგუფს, იღებენ ათას დოკუმენტს, მაგრამ ქმედით ნაბიჯებს არასდროს დგამენ.
მიუნხენის კონფერენციაზე მომხდარმა არა მგონია გერმანიის არჩევნებზე დიდი გავლენა ჰქონდეს. აქ ფაქტობრივად გადაწყვეტილია რომ CDU გაიმარჯვებს, კანცლერი იქნება ფრიდრიხ მერცი, და კოალიცია ექნებათ ან სოციალ-დემოკრატებთან ან მწვანეებთან, ან ორივესთან ერთად. თავისუფალი დემოკრატები თუ გადალახავენ 5% ბარიერს, ისინიც შეიძლება მოხვდნენ მთავრობაში. AFD კი გავა მეორე ადგილზე მაგრამ ოპოზიციაში დარჩება, რადგანაც არავის უნდა მათთან კოალიციაში ყოფნა
რაც შეეხება მიუნხენის კონფერენციას ალბათ მაინც მთავარი იყო ვენსის სიტყვა, რომელმაც ფაქტობრივად დაადასტურა ორი რამ, რაც ისედაც ვიცოდით: აშშ და ევროკავშირი დღეს უკვე იდეოლოგიური მეტოქეები არიან და დამთავრდა მეორე მსოფლიო ომის შემდგომი უსაფრთხოების წესრიგი – რომლის მთავარი პრინციპიც იყო, რომ აშშ უზრუნველყოფს ევროპის უსაფრთხოებას, და ევროპელები, ხანდახან ჭირვეულობით, მაგრამ მაინც რჩებოდნენ აშშ-ს მთავარ მოკავშირეებად და მის გავლენის ზონად.

მსგავსი რადიკალური ნაბიჯები თვით აშშ-თვისაც სახიფათოა, რადგან შეიძლება უფრო მალე დაკარგონ მსოფლიო ჰეგემონიის ის ხარისხი, რაც დღეს აქვთ.
ევროკავშირი თუ აშშ-ს სამხედრო ქოლგისგან გათავისუფლდება, ის ჩაეხსნება ამერიკას სხვა სფეროებშიც და შეიძლება ჩინეთისკენაც გადაიხაროს, მით უმეტეს დღეს ბევრი სვამს ევროპაში კითხვას, ვინ არის ჩვენთვის უფრო დიდი საფრთხე, ამერიკა თუ ჩინეთი.
აშშ და ევროკავშირი დღეს უკვე იდეოლოგიური მეტოქეები არიან და დამთავრდა მეორე მსოფლიო ომის შემდგომი უსაფრთხოების წესრიგი – რომლის მთავარი პრინციპიც იყო, რომ აშშ უზრუნველყოფს ევროპის უსაფრთხოებას, და ევროპელები, ხანდახან ჭირვეულობით, მაგრამ მაინც რჩებოდნენ აშშ-ს მთავარ მოკავშირეებად და მის გავლენის ზონად
ზოგადად აშშ-ს ჰეგემონიამ იმიტომ გასტანა დიდი ხანი და იყო სხვებისგან გამორჩეული, რომ ის ეყრდნობოდა როგორც ხისტ ძალას, ასევე რბილ ძალას – დემოკრატიულ, თანასწორობის, და თავისუფლების ღირებულებებს, მართალია დროდადრო მნიშვნელოვანი გადაცდომებით და გამონაკლისებით, მაგრამ ასე თუ ისე მაინც.
ტრამპმა აიღო და ეს რბილი ძალა სანაგვეზე მოისროლა, და აშშ ტრანსაქციონალურ და მტაცებელ ჰეგემონად აქცია. მსოფლიო ისტორიას თუ გადავხედავთ ასეთი ჰეგემონი ქვეყნები იმით ამთავრებენ, რომ მათ წინააღმდეგ მთელი მსოფლიო ერთიანდება და ჰეგემონიას მალევე კარგავენ.
მეორე მხრივ, არც ევროპაა ამ გამოწვევებისთვის მზად. აშშ-ს შესაძლო გასვლის შემთხვევაში, უსაფრთხოების თვალსაზრისით ევროპას ექნება ორი პრობლემა: კონვენციური შეკავების და ბირთვული შეკავების.
პირველი: ევროპელებს სჭირდებათ ძლიერი და ერთიანი ჯარი რუსეთთან სამხედრო პარიტეტისთვის. ამისთვის უნდა შექმნან სუპრანაციონალური სამხედრო ინდუსტრია, სამხედრო ტენდერების საერთოევროპული ბაზარი და ერთიანი სტანდარტები, უზრუნველყონ იარაღის მასობრივი წარმოების სუბსიდირება, და უკეთესი ინტეროპერაბელურობა, რათა რუსეთის წინააღმდეგ კონვენციური სამხედრო პარიტეტი შექმნან. ამის ფინანსური და ტექნიკური საშუალება აქვთ, საჭიროა პოლიტიკური ნება.
ევროკავშირი თუ აშშ-ს სამხედრო ქოლგისგან გათავისუფლდება, ის ჩაეხსნება ამერიკას სხვა სფეროებშიც და შეიძლება ჩინეთისკენაც გადაიხაროს, მით უმეტეს დღეს ბევრი სვამს ევროპაში კითხვას, ვინ არის ჩვენთვის უფრო დიდი საფრთხე, ამერიკა თუ ჩინეთი
მეორე: სჭირდებათ ბირთვული პარიტეტი, საფრანგეთის და ბრიტანეთის რამდენიმე ასეული ქობინი ამისთვის შეიძლება საკმარისი არ იყოს. გერმანიაში ექსპერტულ წრეებში დღეს აქტიურად განიხილავენ, რომ გერმანიამ, ან მთლიანად ევროკავშირმა დატოვოს ბირთვული გაუვრცელებლობის შეთანხმება და დაიწყოს მუშაობა ატომურ პროგრამაზე.
გერმანიას სულ რაღაც 1 ან მაქსიმუმ 2 წელი დასჭირდება პირველი რამდენიმე ათეული ბირთვული ქობინის შესაქმნელად და ტაურუსების აღსაჭურვად. შემდეგ უკვე ურანის მარაგი ამოეწურებათ, მაგრამ ესეც მოგვარებადია. აქაც მთავარია პოლიტიკური ნება.
– საუდის არაბეთში აშშ-სა და რუსეთის წარმომადგენლების შეხვედრა მიმდინარეობს. ამ შეხვედრაში აშშ-ს მხრიდან სახელმწიფო დეპარტამენტის მდივანი რუბიო და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლავროვი მონაწილეობენ.
მიუხედავად დაპირებისა, უკრაინის საკითხი უკრაინელების გარეშე არ გაიმართება, აშშ-რუსეთის მოლაპარაკებები მაინც შედგა. რუსეთის დელეგაციის წარმომადგენლის დმიტრიევის თქმით, აშშ-სა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებში პროგრესი შესაძლებელია უახლოეს 2-3 თვეში.
რა გავლენას იქონიებს ეს შეხვედრა აშშ-ევროპის ურთიერთობებსა და ევროპის უსაფრთხოების აქამდე არსებულ სისტემაზე?
– გერმანიაში, და ზოგადად ევროპაში, ფიქრობენ, რომ ის თუ როგორ დასრულდება რუსეთ-უკრაინის ომი, პირდაპირ გადაწყვეტს, იქნება თუ არა ომი ევროპას და რუსეთს შორის. თუ რუსეთ-უკრაინის ომი უკრაინის დამარცხებით დასრულდება და უკრაინა რუსეთის გავლენის სფეროში მოექცევა, ეს რუსეთს საშუალებას მისცემს კიდევ უფრო მასშტაბური ომი აწარმოოს უკრაინის საზღვრებს მიღმა.
ევროპელებს სჭირდებათ ძლიერი და ერთიანი ჯარი რუსეთთან სამხედრო პარიტეტისთვის. ამისთვის უნდა შექმნან სუპერ რანაციონალური სამხედრო ინდუსტრია, სამხედრო ტენდერების საერთოევროპული ბაზარი და ერთიანი სტანდარტები, უზრუნველყონ იარაღის მასობრივი წარმოების სუბსიდირება, და უკეთესი ინტეროპერაბელურობა, რათა რუსეთის წინააღმდეგ კონვენციური სამხედრო პარიტეტი შექმნან. ამის ფინანსური და ტექნიკური საშუალება აქვთ, საჭიროა პოლიტიკური ნება
ბევრი ექსპერტი ვარაუდობს რომ ასეთ შემთხვევაში, რუსეთი შეეცდება ტრამპის ადმინისტრაციის პერიოდშივე მოსინჯოს საკუთარი ძალები ნატოს რომელიმე ქვეყანასთან, მაგალითად ბალტიისპირეთში. არ არის გამორიცხული უფრო მასშტაბური დაპირისპირებაც.
ამიტომ ევროპაში ფიქრობენ, რომ სულ რამდენიმე წელიწადი აქვთ, რათა იმ დონეზე შეიარაღდნენ და მოემზადონ, რომ რუსეთს აშშ-ს გარეშე წინააღმდეგობა გაუწიონ.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი