რუსული მედია – რუსეთის სამარის ოლქში, ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

რუსეთის სამარის ოლქში, ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
სამარის ოლქის გუბერნატორის, ვიაჩესლავ ფედორიშჩევის ცნობით, სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას თავს უკრაინული დრონები დაესხნენ.
„საწარმოს ტერიტორიაზე ოპერატიული და სასწრაფო დახმარების სამსახურები მუშაობენ. წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულები არ არიან“, – წერს გუბერნატორი „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე.
ადგილობრივების ინფორმაციით, დრონებით თავდასხმის შედეგად, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა.