სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა ნიღბიანმა პირებმა ტვ პირველის ოპერატორი ლაშა ჯიოშვილი გაიტაცეს.
ინფორმაციას და გატაცების ამსახველ ვიდეო-მასალას Facebook-ზე მოქალაქეები ავრცელებენ. კადრებში ჩანს, რომ ნიღბიანები ლაშა ჯიოშვილს მანქანაში ძალის გამოყენებით სვამენ და იტაცებენ.
ტვ პირველი წერს, რომ შემთხვევა ელბაქიძის დაღმართის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
