ლაშა გაბიტაშვილი, რომელსაც “ოცნების” ლიდერები ფიზიკურად გაუსწორდნენ, მთავარი პროკურორის ბიძაშვილია

ლაშა გაბიტაშვილი, რომელსაც “ოცნების“ ლიდერები, და ვიქტორ სანიკიძე აბუ-დაბიში ფიზიკურად გაუსწორდნენ, მთავარი პროკურორის, გიორგი გაბიტაშვილის ბიძაშვილია.
ამის შესახებ გაბიტაშვილმა გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა.
ჟურნალისტის კითხვაზე, არის თუ არა მთავარი პროკურორი მისი ბიძაშვილმა, გაბიტაშვილმა უპასუხა, “რომ ის მისი ნათესავია, თუმცა ამ ინციდენტში მისი ჩართულობა არ მომხდარა“.
არაფერი კავშირი არ აქვს გიორგის ამ ინციდენტთან, მისი ჩართულობა არ ყოფილა. ჩვეულებრივად აღვძარი საქმე, მის სამსახურს, გენერალურ პროკურატურას ექნება ვალდებულება, გამოიძიოს ჩემზე თავდასხმა საქართველოში“, – განაცხადა გაბიტაშვილმა.
რაც შეეხება აბუ-დაბის ინციდენტს – გაბიტაშვილმა ამბობს, რომ ამ ამბის შემდეგ ის მთავარმა პროკურორმა მოიკითხა, თუმცა ჩარევის მცდელობა არც ჰქონია.
მოიკითხვით მომიკითხა, ნათესაური ურთიერთობა გვაქვს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ კავშირის გამო გამოძება სხვანაირად წავიდეს. დარწმუნებული ვარ წუხს იმაზე, რაც მოხდა ჩემს თავზე როგორც აბუ-დაბიში, ასევე თბილსიში“, – განაცხადა მან.

ასევე დაგაინტერესებთ

ურსულა ფონ დერ ლაიენი – მღელვარე სამყაროში, რომელიც სულ უფრო სწრაფად მოძრაობს, შობა გვთავაზობს პაუზის იშვიათ მომენტს, რომ ვისუნთქოთ, შევანელოთ ტემპი და გავიხსენოთ, რა არის ნამდვილად მნიშვნელოვანი

კახა კალაძე – მიღწეული შედეგები ნათლად წარმოაჩენს, რაოდენ მნიშვნელოვანია ქვეყანაში ძლიერი თვითმმართველობის არსებობა – ძლიერი თვითმმართველობა ქმნის მყარ საფუძველს ძლიერი, წარმატებული საქართველოსთვის