სერბიაში საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნებია, რომელსაც მიიჩნევენ რეფედენდუმად ვუჩიჩის მმართველობაზე

17 დეკემბერს სერბიაში მიმდინარეობს ვადამდელი საპარლამენტო და მუნიციპალური არჩევნები, რომელბსაც ბევრი მიიჩნევს რეფერენდუმად ნაციონალისტი პრეზიდენტის, ალექსანდარ ვუჩიჩის მმართველობის თაობაზე – იმ ფონზე, როცა პროდასავლური კოალიციიდან ოპოზიცია გაერთიანებული ძალებით არის წარმოდგენილი.
ვუჩიჩი, რომლის სახელიც ბიულეტენზე დატანილი არ არის, ცდილობდა გაეძლიერებინა მხარდაჭერა მმართველი, სერბიის პროგრესული პარტიის (SNS) მიმართ, კამპანიით, რომელსაც, ბევრი დამკვირვებლის შეფასებით, თან სდევდა ზეწოლის შემთხვევები და მიკერძოებული გაშუქება მედიაში.
ვუჩიჩის პრეზიდენტობა 2017 წლის მაისში დაიწყო და მას შემდეგ მან შეინარჩუნა ახლო კავშირი რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან – მაშინაც კი, როცა მოსკოვი 2022 წლის თებერვალში უკრაინაში შეიჭრა. ამავდროულად, ვუჩიჩი ცდილობს ურთიერთობის დაბალანსებას დასავლეთთანაც.

ასევე დაგაინტერესებთ

გივი მიქანაძის განმარტებით, მშობლები ვალდებული არ არიან, ბავშვის ფორმა აუცილებლად სახელმწიფოს მიერ ორგანიზებული გაყიდვის ქსელში შეიძინონ. მათ შეუძლიათ ფორმა სხვა მომწოდებლისგან იყიდონ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?