„ეს მათი რეაქციაა, მხოლოდ პატარა ბოღმა, პატარა კაცების პატარა ბოღმა“- სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა:
„დღეს საჩივარი შევიტანე, გამოძიება მოვითხოვე, ყველაფერს ბოლომდე მივიყვანთ, იმიტომ რომ ადგილი ჰქონდა ორგანიზებულ ძალადობას, წინასწარ ორგანიზებულს და შემდგომ უკვე პოლიტიკოსების მიერ, ოცნების მიერ პირდაპირ გამართლებული ძალადობა პრეზიდენტის მიმართ. არ აქვს მნიშვნელობა, ისინი რომელ პრეზიდენტს ცნობენ, თუ არ ცნობენ. ეს არის სახელმწიფო და ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფოს არ სცემენ პატივს, მე ვარ იმის სიმბოლო, რასაც ებრძვის ქართული ოცნება – ქართულ სახელმწიფოს, ტრადიციებს, ზრდილობას, მაგრამ ეს უკვე ძალიან დიდი ხანია, რაც დაავიწყდათ და საქართველოს სურათს მსოფლიოში, იმიტომ რომ იმ დროს, როცა მიმიღეს, როგორც მიმიღეს მიუნხენში, თუ მანამდე აშშ-ში, თუ პარიზში, ეს მათი რეაქციაა მხოლოდ პატარა ბოღმა, პატარა კაცების პატარა ბოღმა“

ასევე დაგაინტერესებთ

სახალხო დამცველი – 2008 წლის ომიდან 18 წლის თავზე, კვლავ გამოწვევად რჩება საოკუპაციო რეჟიმების მიერ, ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთისთვის, პირთა უკანონო დაკავებების და პატიმრობის პრაქტიკა, ასევე მშობლიურ ენაზე განათლების ხელმისაწვდომობა