მსახიობი ანა ტყებუჩავა სასამართლომ 5 000 ლარით დააჯარიმა

მსახიობი ანა ტყებუჩავა სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო.
გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნინო ენუქიძემ მიიღო.
ანი ტყებუჩავას ადმინისტრაციული სახდელის სახით 5 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.
ცნობისთვის, ანი ტყებუჩავას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის მეოთხე ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავებოდნენ. კერძოდ კი იმას, რომ ის 9 იანვარს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდა და გზა ხელოვნურად იმ დროს გადაკეტა, როცა ამისთვის ადამიანების საკმარისი რაოდენობა არ იყო.