“ვგიჟდები სოფოზე… ორივე ვთმობთ, რთული ადამიანი ვარ, ფეთქებადი, ეჭვსაც და შიშსაც დაძლევა უნდა…” – როგორია ვანიკო თარხნიშვილის ოჯახი, მეუღლე და სიყვარულის ისტორია – Marao
“შეყვარებული ვარ, ვგიჟდები სოფოზე, სიყვარული არის ცხოვრების დიდი ნაწილი, რომელსაც ვერ გადმოვცემ. სიყვარული სხეულის და სისხლის ნაწილია, ასევე მოხდა ჩემი და სოფოს შეერთებაც. მთავარი სიყვარული, რაც არის ჩემთვის, პირვანდელი კი არ არის, პირვანდელი არის ვნება, შემდეგ ამ ვნების წერტილიდან ურთიერთობა გადაიქცევა მრავალწერტილად. ახლა უკვე ძალიან გაზრდილია ჩემი სიყვარული სოფოს მიმართ, ეს არის მთლიანობა დიდი ისტორიის. ორივე ვთმობთ, რთული ადამიანი ვარ, ფეთქებადი, ყველა ეჭვიანი ვართ, თუმცა ეჭვსაც და შიშსაც დაძლევა უნდა. ზოგადად არ ვარ ეჭვიანი. მამობამ ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი შეცვალა. ედინბურგში, ტელეფონით გავიგე, რომ დამიანე გაჩნდა. შვილის გაჩენამდე საერთოდ არაფრის არ მეშინოდა, შემდეგ შიშები გამიჩნდა”, – ამბობს ვანიკო თარხნიშვილი ოჯახისა და მეუღლის შესახებ საუბრისას გადაცემაში “სთორი”.
ვანიკო თარხნიშვილი ქართველი მსახიობი და ტელეწამყვანია. 2010 წლის 1 თებერვლიდან იყო მსოფლიოში შოუ Got Talent-ის ქართული ანალოგის, „ნიჭიერის“ ერთ-ერთი წამყვანი. აგრეთვე ცნობილია ქართული კომედიური ჟანრის სერიალიდან „ჩვენი ოფისი“, სადაც ის ლაშას როლში იყო. თამაშობდა მუსიკოს ირაკლი ხურცილავას როლს რუსთავი 2-ის პოპულარულ ტელესერიალში „ჩემი ცოლის დაქალები“. არის თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის მსახიობი. მიჰყავდა გასართობი ტელეგადაცემა „იღბლიანი ბორბალი“. ამჟამად მუშაობს მთავარ არხზე, სადაც მიჰყვავს გადაცემა მთავარი ბიჭები. მის მიერ ფილებში, სერიალებსა თუ სპექტაკლებში შესრულებული როლების სია გრძელია, მათ შორის კი შეგვიძლია გავიხსენოთ „რაც ყველაზე ძალიან გიყვარს“ (ლაშა) რეჟ. გიორგი ლიფონავა, „თბილისური Love Story“ (ნიკა, ლადო) რეჟ. ირაკლი ჩხიკვაძე, „ბაკულას ღორები“ რეჟისორები ცოტნე ნაკაშიძე, ნუგზარ ბაგრატიონი-გრუზინსკი, „პიგმალიონი“, „ჩვენი პატარა ქალაქი“ და სხვ.
ვანიკომ 2010 წელს იქორწინა რჩეულზე, სოფო გელავაზე. წყვილს ორი შვილი, დამიანე და ბაისო ჰყავთ. ვანიკო აქტიური მამაა და შვილების ცხოვრებაშიც ჩართულია. მიუხედაავდ დატვირთული გრაფიკისა, ის დიდ დროს ატარებს ოჯახთან ერთად და მხიარულ კადრებს სოციალურ ქსელშიც ხშირად აზიარებს.