ქუთათელაძე კარიერას თბილისის “დინამოში” განაგრძობს – რა შეთანხმება დადო ქართულმა გუნდმა რუსულ “პარი ნნ”-თან

თბილისის “დინამომ” რუსული “პარი ნნ”-იდან 23 წლის ქართველი თავდამსხმელი ნიკოლოზ ქუთათელაძე ინათხოვრა. დედაქალაქური გუნდის გენერალურმა დირექტორმა ზაზა დოლიძემ რუსულ “ჩემპიონატს” უთხრა, რომ ფეხბურთელის გამოსყიდვის ვარიანტიც არსებობს.
“ქუთათელაძეს საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში ჩატარებული მატჩებით ვიცნობთ. ჩვენ ვაკვირდებოდით მას და გაჩნდა შესაძლებლობა და შემოთავაზება, რომ იჯარით წაგვეყვანა.
იჯარა წლის ბოლომდეა, მაგრამ გამოსყიდვის ვარიანტიაც არსებობს. ვნახოთ როგორ ითამაშებს და მერე გადავწყვეტთ. ჩვენ სწრაფად მივაღწიეთ შეთანხმებას “პარი ნნ”-თან.
ნიკოლოზის ოჯახიც დაინტერესებული იყო, რომ მას უფრო მეტი სათამაშო პრაქტიკა ჰქონოდა. არაფრის გარანტიას არ ვიძლევით, მაგრამ ფეხბურთელმა
პორტუგალიაში საწვრთნელ პროცესში ვარჯიში უკვე დაიწყო”, – განაცხადა დოლიძემ.
ინფორმაციისთვის, ქუთათელაძე “ლილის”, პრაღის “სლავიასა” და პსჟ-ის აკადემიებში ვარჯიშობდა, შემდეგ კი რუსეთში გადაბარგდა, სადაც მახაჩყალის “ანჟის”, მოსკოვის “სპარტაკი 2”-ში და “ნიჟნი ნოვგოროდში” ასპარეზობდა.
ასე დინამო და სხვა ქართული კლუბები ამათ ევრო სარბიელზე თამაში მემგონი არ უნდა ქართულ კლუბებს ეს ეხლა უთამაშებელია მოვა დინამო ში გაიბრწყინებს რამდენიმე თამი და მერე დინამოს მიატოვებს კონფერენს ლიგის შესარჩევზე ასე აკეთებენ ქართველი ფეხბურთელები ქართულ კლუბებს დადებენ 3წლიან კონტრაკტებს ფეხბურთელებთან და ერთ წელში გაუშვებენ ურთიერთ შეთანხმების საფუძველზე გამაგებინეთ ეს ქართული კლუბები რისთვის გჭირდებათ ევრო სარბიელზე თუ არ გაიყვანეთ გაძლიერების მაგივრად პირიქით გუნდს რომ ასუსტებთ მრჩება შტაბეჭდილება რომ ფიფიას ბერიძეს და კიდევ სხვა მრავალს ეს გუნდები ფულის გასათეთრებლად გჭირდებათ