“ოცნება თუ სინამდვილე” – მოზარდ მაყურებელთა თეატრში მუსიკალური წარმოდგენის პრემიერა გაიმართა

“ოცნება თუ სინამდვილე“ – ამ სახელწოდებით, მოზარდ მაყურებელთა თეატრში, მუსიკალური წარმოდგენის პრემიერა გაიმართა.
“ოცნება თუ სინამდვილე” გამოჩენილი ქართველი ავტორ-შემსრულებლის, მუსიკოსის, პოეტისა და მთარგმნელის, ინოლა გურგულიას ამავე სახელწოდების კინოსცენარის მოტივებზე შეიქმნა.
ღონისძიებას კულტურის მინისტრი დაესწრო.
სპექტაკლი ინოლა გურგულიას დაბადებიდან 95-ე წლისთავს მიეძღვნა. სპექტაკლში მონაწილეობენ, როგორც მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობები, ისე – ბავშვები, მათ შორის, ინოლა გურგულიას შთამომავლები.
სპექტაკლში ცოცხლად შესრულდა კომპოზიტორის 22 ნაწარმოები. “ოცნება თუ სინამდვილე“ მოზარდ მაყურებელთა თეატრის სცენაზე 16 და 22 დეკემბერსაც გათამაშდება.

ასევე დაგაინტერესებთ

ეკა სეფაშვილი 26 მაისის აღნიშვნისას რელიგიური თემატიკის გამოყენებაზე: ჩვენ ძალიან დიდ პატივს ვცემთ ეკლესიას, ეს არის ჩვენი მორალური ღირებულებების შენარჩუნების და გადარჩენის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუცია და ამის ხაზგასმა გადაჭარბებული ნამდვილად არ არის

დონალდ ტრამპი მიხეილ ყაველაშვილს: „ეს წელი ახალ შესაძლებლობებს იძლევა ამერიკელ და ქართველ ხალხს შორის მეგობრული კავშირების განსაახლებლად და ჩვენი ქვეყნების უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის ხელშეწყობისთვის“