როგორც ადრე მოვუწოდებდით და ვურჩევდით ოპოზიციას, რომ სამუშაო ჯგუფებში ჩართულიყო, ახლაც ზუსტად იგივე განწყობა გვაქვს – ირაკლი ზარქუა

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ს განცხადებით, მმართველმა გუნდმა 9 რეკომენდაციის შესრულებაზე მუშაობა უკვე დაიწყო და მათ შორის, უკვე ასახულია ერთი, რომელიც იურიდიული პირების მხრიდან პოლიტიკური საქმიანობის დაფინანსების შეზღუდვას ითვალისწინებს.
მისი თქმით, უმრავლესობა, ოპოზიციას სამუშაო ჯგუფების საქმიანობაში ჩართვისკენ დღესაც მოუწოდებს და რათა კიდევ ერთხელ ჰქონდეთ შესაძლებლობა, გონს მოეგონ.
“ჩვენ უკვე დაწყებული გვაქვს მზადება, მათ შორის, ერთი უკვე ავსახეთ, იურიდიული პირების მხრიდან, პოლიტიკური პირებისა და პოლიტიკური საქმიანობის დაფინანსების შეზღუდვა. დანარჩენი რეკომენდაციები რაც არის, ჩვენ მზად ვართ, რომ შემდეგ წელს ბოლომდე მივიყვანოთ.
რაც შეეხება სამუშაო ჯგუფებში თანამშრომლობას, როგორც მაშინ მოვუწოდებდით და ვურჩევდით, რომ ჩართულიყვნენ, ახლაც ზუსტად იგივე განწყობა გვაქვს. მე დიდად არ მჯერა, რომ ეს რადიკალები ჩაერთვებიან, რადგან მათ ამოცანა, სტრატეგია და გეგმა სულ სხვაა. მაგრამ, კიდევ ერთხელ მივცემთ შესაძლებლობას, რომ გონს მოეგონ”, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ქართული ოცნების” ქუთაისის მერობის კანდიდატი დავით ერემეიშვილი: ვიცი ყველა უბნის პრობლემა, ბოლო წლების განმავლობაში განახლებულია 8 სპორტული დარბაზი, სპორტული მოედანი მოეწყობა თითქმის ყველა უბანში, ასევე, დასრულებულია ტენდერი, რომელშიც გათვალისწინებულია 30-მდე რეკრეაციული სივრცე

ხელი მოეწერა განკარგულებებს, რომელიც ითვალისწინებს რამდენიმე ათეული საფეხბურთო ცენტრის შექმნას მთელი ქვეყნის მასშტაბით, ეს არის ინვესტიცია არა მხოლოდ მაღალი მიღწევების სპორტში, ეს არის ინვესტიცია ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაში

„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი პაატა ჩადუნელი: მზად ვარ, რომ ხაშურისთვის მაქსიმალური გავაკეთო – ჩვენი გუნდი გააგრძელებს იმ პროექტებს, რომლებიც შექმნის გამართულ ინფრასტრუქტურას მუნიციპალიტეტში