Acıbadem-ის სპეციალისტთა გუნდის კომპლექსური დახმარება სხვადასხვა ნევროლოგიური დაავადების დროს

თურქეთში Acıbadem Healthcare Group-ში ფუნქციონირებს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნეიროქირურგიის დეპარტამენტი. კლინიკა გამოირჩევა დიდი გამოცდილებით, პერსონალის მაღალი დონის კვალიფიკაციით, მოწინავე ტექნოლოგიებით, ინოვაციური მკურნალობის მეთოდებით, უმნიშვნელოვანესი სამეცნიერო კვლევებითა და მულტიდისციპლინური მიდგომით, გვევლინება რა იმედად პაციენტებისა და მათი ოჯახებისათვის, მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
პაციენტების ნევროლოგიური პრობლემები განსხვავდება. შესაძლოა საქმე გვქონდეს, როგორც მარტივი პროცედურებით მართვად დაავადებებთან ასევე რთული ოპერაციებისა და მულტიდისციპლინური მიდგომის საჭიროებასთან. ზოგიერთი ნევროლოგიური დაავადება თანდაყოლილია, ზოგ შემთხვევაში კი პრობლემა ასაკთან ერთად, დეგენერაციული პროცესების გამო ვითარდება. გარკვეული დაავადებების გამომწვევი ზუსტი მიზეზები კი უცნობი რჩება.
Acıbadem-ის ნეიროქირურგიულ კლინიკაში ნევროლოგიური დაავადებების ფართო სპექტრს ვმკურნალობთ, მათ შორისაა თავის ტვინის სიმსივნე ზრდასრულებსა და ბავშვებში, ეპილეფსია, პარკინსონის დაავადება, ცერებროვასკულარული დაავადებები (ანევრიზმა, არტერიოვენოზური მალფორმაციები – AVM), ცერებრალური დამბლა და სხვა. იმისათვის, რომ პაციენტებმა დიაგნოსტირებიდან მკურნალობამდე სრულფასოვანი სერვისი მიიღონ, აღნიშნული დაავადებების მკურნალობის სრული პროცესი Acıbadem-ში მულტიდისციპლინური გუნდის მიერ დეტალურად იგეგმება, სრულდება და მონიტორინგდება.
თავის ტვინის სიმსივნეების ეფექტიანი მკურნალობა
თავის ტვინის სიმსივნეები ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და სერიოზულ ნევროლოგიურ დაავადებებს განეკუთვნება. მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად სიმსივნეების მხოლოდ 2%-ს შეადგენს, ზოგიერთი შემთხვევა ძალიან რთული და რისკის შემცველია, რის გამოც თავის ტვინის სიმსივნე კიბოთი გარდაცვალების რიგით მე-10 წამყვან მიზეზად სახელდება. აღსანიშნავია, რომ თავის ტვინის სიმსივნე ანომალიური უჯრედული ზრდის შედეგად ვითარდება, ხოლო სხეულის სხვა ორგანოებიდან თავის ტვინში გავრცელების შემთხვევაში მეტასტაზურ სიმსივნესთან გვაქვს საქმე.
თავის ტვინის სიმსივნის მკურნალობის პირველი ეტაპი, როგორც წესი ქირურგიული ოპერაციაა (რეზექცია), რომლის მიზანია სიმსივნის უსაფრთხოდ ამოკვეთა. ამ პროცედურას შეუძლია ტკივილის შემსუბუქება, ნევროლოგიური ფუნქციის აღდგენა და პაციენტის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება. კეთილთვისებიანი სიმსივნეებისთვის ოპერაცია ხშირად სრულიად საკმარისია, თუმცა ავთვისებიანი სიმსივნეების შემთხვევაში, ოპერაციის მიუხედავად (სიმსივნის, როგორც ნაწილობრივ ასევე სრულად ამოკვეთის შემთხვევებში) საჭირო ხდება დამატებითი თერაპია, რადიოთერაპიის და/ან ქიმიოთერაპიის სახით.
Acıbadem-ის ნეიროქირურგიული გუნდი ყველა ტიპის თავის ტვინის სიმსივნის მკურნალობაშია სპეციალიზებული. საუკეთესო შედეგების უზრუნველსაყოფად ჩვენი ქირურგები იყენებენ მოწინავე ტექნოლოგიებს, კერძოდ ნეირომონიტორინგს – ნერვული დაზიანებების პრევენციისთვის, ნეირონავიგაციას – ოპერაციის უფრო ზუსტი შესრულებისთვის, ინტრაოპერაციული MRI-ს – რეალურ დროში გამოსახულებების მისაღებად, რათა სიმსივნე უფრო სრულყოფილად ამოიკვეთოს. Acıbadem-ის ნეიროქირურგიულ ცენტრში უკვე 30 წელია, რაც ყველა სირთულის სიმსივნის მკურნალობას წარმატებით ვახორციელებთ.
კლინიკა, რომელიც ფოკუსირებულია ექსკლუზიურად ბავშვთა ნევროლოგიურ დაავადებებზე
ბავშვთა ნეიროქირურგია უნიკალური დარგია, რომელშიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის სპეციალისტი მუშაობს. Acıbadem-ის ბავშვთა ნეიროქირურგიის დეპარტამენტი უზრუნველყოფს სრულფასოვან მკურნალობას, მათ შორის ეპილეფსიის, ცერებრალური დამბლის, ტვინის სიმსივნეებისა და თანდაყოლილი დარღვევების მართვის კუთხით. Acıbadem-ში ყოველწლიურად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 600-ზე მეტ ჩვილსა და ბავშვს უტარდება ოპერაცია. ოპტიმალური დანიშნულების შესამუშავებლად, თითოეული პაციენტის მკურნალობის პროცესში, ჩართულია სხვადასხვა დარგის სპეციალისტი, მათ შორის ბავშვთა ქირურგი, ორთოპედი, ნევროლოგი, ონკოლოგი, რადიაციული ონკოლოგი, ნეირორადიოლოგი და ფიზიოთერაპევტი. აღსანიშნავია, რომ ბავშვთა ნეიროქირურგიის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს ფიზიოთერაპია და რეაბილიტაცია, რაც ოპერაციის შემდეგ ბავშვების გამოჯანმრთელების პროცესს ემსახურება. Acıbadem-ში შესაბამისი განყოფილება სპეციალურად ბავშვებისთვის არის შექმნილი.
Acıbadem-ში Gamma Knife ტექნოლოგიით 11,000 პაციენტს ჩაუტარდა მკურნალობა
Gamma Knife-ი არაქირურგიული მკურნალობის მეთოდია, რომელიც თავის ტვინის სიმსივნეების და არტერიოვენოზური მალფორმაციების (AVM) სამკურნალოდ გამოიყენება. ამჟამინდელმა Acıbadem Healthcare Group -ის ნეიროქირურგებმა 1997 წელს პირველი Gamma Knife ცენტრი თურქეთში დააარსეს. Acıbadem-ში მკურნალობა 2006 წლიდან დაიწყო, ხოლო 2012 და 2017 წლებში შესაბამისი ტექნოლოგიური სიახლეებიც დაინერგა. დღესდღეობით კი Acıbadem-ში ნეიროქირურგების მიერ Gamma Knife-ის უახლესი სისტემა გამოიყენება. Acıbadem-ში Gamma Knife ტექნოლოგიით საერთო ჯამში მთელი მსოფლიოს მასშტაბით 11,000-ზე მეტ პაციენტს ჩაუტარდა მკურნალობა.
DBS ოპერაცია პარკინსონით დაავადებულ პაციენტებს დამოუკიდებლობის აღდგენაში ეხმარება
პარკინსონის დაავადება დეგენერაციული ნევროლოგიური მდგომარეობაა, რომელიც იწვევს კანკალს, სიარულის გაძნელებას და კუნთების გაშეშებას, რაც თავისთავად აუარესებს პაციენტის ცხოვრების ხარისხს. იმ შემთხვევაში თუ მედიკამენტები არაეფექტური ხდება, ვიყენებთ ღრმა თავის ტვინის სტიმულაციის (DBS) ოპერაციას, რაც სიარულის კონტროლის გაუმჯობესებას და ცხოვრების ხარისხის ამაღლებას უწყობს ხელს. Acıbadem-ის ნეიროქირურგებმა უკვე 1,000-ზე მეტი DBS ოპერაცია განახორციელეს წარმატებით.
მულტიდისციპლინური მიდგომა ნევროლოგიური დაავადებების მკურნალობაში
Acıbadem-ის ნეიროქირურგიის დეპარტამენტი გამოცდილი მედიკოსებისა და უახლესი ტექნოლოგიების დახმარებით უზრუნველყოფს ყველაზე სრულყოფილი და თანამედროვე მკურნალობის მეთოდებით მომსახურებას, როგორც ზრდასრულებისთვის, ისე ბავშვებისთვის. საუკეთესო შედეგების მისაღწევად კი ნეიროქირურგების გუნდი მჭიდროდ თანამშრომლობს სხვადასხვა დარგის სპეციალისტებთან, მათ შორის ნევროლოგებთან, რადიოლოგებთან, ორთოპედებთან, რადიაციულ ონკოლოგებთან, პედიატრიულ ონკოლოგებთან, პათოლოგებთან, ფიზიოთერაპევტებთან და სხვა დარგის სპეცილიასტებთან.
ნევროლოგიური დაავადებების ქირურგიული მეთოდით მკურნალობის თვალსაზრისით Acıbadem-ში პაციენტისა და მისი ოჯახის მოთხოვნებს უმაღლესი სტანდარტით ვპასუხობთ. დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ Acıbadem-ის საინფორმაციო ოფისს.
ოხარული ვართ გაცნობოთ, რომ „აჯიბადემი“ მზადაა პაციენტების მისაღებად, უპრეცედენტო უსაფრთხოების ნორმებისა და სპეციალური სამუშაო რეჟიმის დაცვით. თქვენი სამედიცინო დანიშნულების მოგზაურობის დასაგეგმად თურქეთში, შეგიძლიათ მიმართოთ აჯიბადემის ოფიციალურ წარმომადგენლობას საქართველოში:
ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. 58, ტელ: 0322 158500
ქ. , ვ. გორგასლის ქ.156, ტელ: 0422 223000
ქ. ქუთაისი, თამარ მეფის ქ.60, ტელ: 0431 258500
ჯანმრთელობას გისურვებთ!
(R)