რუსებმა ოდესას უპილოტო საფრენი აპარატებით შეუტიეს | არის მსხვერპლი

უკრაინის შეიერაღებული ძალების ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა ოდესის ოლქს უპოლოტო საფრენი აპარატებით შეუტიეს. თავდასხმის შედეგად, ოლქში მასშტაბური ხანძარი გაჩნდა, რომლის ლიკვიდაციასაც 4 საათზე მეტი დასჭირდა.
შემთხვევის ადგილზე ერთი მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი იპოვეს. აფეთქებების ტალღამ დააზიანა შენობები.
სამაშველო სამუშაოებში საგანგებო სიტუაციების სამსახურის 10 ერთეული ტექნიკა და 53 მაშველი იყო ჩართული.
“საჰაერო თავდაცვის ნაწილებმა ჩამოაგდეს Shahed-131/136 ტიპის 16 დრონი, რომლებიც ოკუპანტებმა დან გამოუშვეს. მათგან 7 “კამიკაძე” დრონი ხერსონის ოლქში ჩამოაგდეს, 9 – ოდესის ოლქში. ერთ-ერთი დრონი ოდესაში კერძო საცხოვრებელ სახლს დაეცა და აფეთქდა”, – აღნიშნულია უწყების განცხადებაში.