პარიზის სამიტის შემდეგ მაკრონი ტრამპს და ზელენსკის ესაუბრა

საფრანგეთის პრეზიდენტი -ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს და უკრაინის პრეზიდენტ ს ტელეფონით ესაუბრა პარიზში, ევროპელი ლიდერების საგანგებო შეხვედრის შემდეგ.
საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, ესპანეთის, დიდი ბრიტანეთის, პოლონეთის, დანიისა და ნიდერლანდის ლიდერებმა ევროკავშირისა და ნატოს ხელმძღვანელებთან ერთად 17 თებერვალს პარიზში იმსჯელეს უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებსა და თავდაცვის ხარჯების გაზრდაზე.
საგანგებო სამიტის მოწვევას წინ უძღოდა აშშ-ის პრეზიდენტ ს გადაწყვეტილება, რუსეთთან დაიწყოს მოლაპარაკებები ში ომის დასასრულებლად.
ტრამპსა და ზელენსკისთან სატელეფონო საუბრების შესახებ მაკრონმა გვიან ღამით დაწერა სოციალურ ქსელ X-ში. საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებით, მიზანია უკრაინაში მყარი და ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევა, რისთვისაც საჭიროა ს მიერ აგრესიის შეწყვეტა და უკრაინელებისთვის უსაფრთხოების ძლიერი და სანდო გარანტიების შექმნა.
მაკრონის თანახმად, წინააღმდეგ შემთხვევაში არსებობს საფრთხე, რომ ცეცხლის შეწყვეტა დასრულდება „მინსკის შეთანხმების“ მსგავსად. საფრანგეთის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ მიზნის მისაღწევად იმუშავებენ ევროპელებთან, ამერიკელებთან და უკრაინელებთან ერთად.
მაკრონი ხაზს უსვამს, რომ ევროპამ მეტი ინვესტიცია უნდა ჩადოს თავისი უსაფრთხოებისა და თავდაცვისუნარიანობის უზრუნველყოფაში.
საფრანგეთის პრეზიდენტთან საუბრის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ მას და ემანუელ მაკრონს საერთო ხედვა აქვთ – უკრაინას სჭირდება უსაფრთხოების საიმედო და ძლიერი გარანტიები.
ზელენსკის თანახმად, მსგავსი გარანტიების გარეშე მიღებული ნებისმიერი სხვა გადაწყვეტილება, მაგალითად, ცეცხლის მყიფე შეწყვეტა იქნება რუსეთის მხრიდან მორიგი მოტყუება და უკრაინის, ან ევროპის სხვა ქვეყნების წინააღმდეგ რუსეთის ახალი ომის პრელუდია.
დღეს, 18 თებერვალს საუდის არაბეთში გაიმართება აშშ-ის და რუსეთის დელეგაციების შეხვედრა. მასში მონაწილეობას მიიღებენ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკ უოლცი და სპეციალური წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთში სტივ უიტკოფი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვი.
პრეზიდენტ პუტინის პრესმდივანმა პესკოვმა 17 თებერვალს განაცხადა, რომ შეხვედრა უპირველეს ყოვლისა, დაეთმობა რუსულ-ამერიკული ურთიერთობების მთელი კომპლექსის აღდგენას. პესკოვის თქმით, დელეგაციები განიხილავენ უკრაინის საკითხის მოსაგვარებლად შესაძლო მოლაპარაკებებისა და პრეზიდენტების, პუტინის და ტრამპის შეხვედრისთვის მზადებასაც.
საუდის არაბეთში გამგზავრების წინ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ აშშ-ის წარმომადგენლები მსჯელობენ, როგორ მიუდგნენ „უკრაინის კრიზისს” და კომპრომისებზე საუბრისას უკვე ახსენებენ ტერიტორიების დათმობის თემას. ლავროვის თქმით, „აშშ უკრაინის კრიზისში დასაწყისიდანვე ასრულებს მთავარ როლს” და მასვე შეუძლია ხელი შეუწყოს მოგვარებას.
17 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ უკრაინა არ აღიარებს არანაირ შეთანხმებას, რომელიც მიღწეული იქნება ს მონაწილეობის გარეშე. უკრაინა მოითხოვს მოლაპარაკებებში ევროპის მონაწილეობასაც.