საპარლამენტო ჯგუფი „ხალხის ძალა“ სისხლის სამართლის კოდექსში სამშობლოს ღალატის მუხლის აღდგენას მხარს დაუჭერს

„ქართული ოცნების“ ინიციატივას სისხლის სამართლის კოდექსში აღდგეს სამშობლოს ღალატის მუხლი პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი, დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი მედიასთან საუბარში გამოეხმაურა და დასძინა, რომ საპარლამენტო ჯგუფი „ხალხის ძალა“ ქართული ოცნების“ ინიციატივას მხარს დაუჭერს.
დეპუტატმა ისაუბრა იმ მიზეზზეც, რის გამოც „ნაცმოძრაობის“ მმართველობის დროს სისხლის სამართლის კოდექსიდან სამშობლოს ღალატის მუხლი ამოიღეს.
„საპარლამენტო ჯგუფ „ხალხის ძალას“ შიდა კონსულტაციების შემდეგ, კონსულტაცია ჰქონდა „ქართულ ოცნებასთან“ და მათ ინიციატივას სისხლის სამართლის კოდექსში აღდგეს სამშობლოს ღალატის მუხლი, რა თქმა უნდა, მხარს დავუჭერთ.
ჩვენ თავიდანვე გვქონდა სურვილი იმისა, რომ ეს მუხლი აღდგენილიყო კოდექსში, თუმცა იყო გარკვეული პროცესები, რამაც გადადო ამ საკითხის წინ წამოწევა.
სამშობლოს ღალატის მუხლის ამოღება სისხლის სამართლის კოდექსიდან 2008 წლის ომამდე რამდენიმე თვით ადრე მოხდა. „დიფ-სთეითი“, იგივე „გლობალური ომის პარტია“ მოქმედებდა საკმაოდ მასშტაბურად და შესაბამისად მათ აქაურ წარმომადგენლობას გათვლილი ჰქონდა, რომ საქართველოშიც მოეწყოთ პროვოკაცია რუსეთთან, რაც გამოიწვევდა საომარ მოქმედებებს. გამომდინარე აქედან საჭირო იქნებოდა ბევრი ისეთი რამ გასაკეთებელი, რომელიც მაშინდელ ხელისუფლებას პრობლემას შეუქმნიდა. სწორედ ეს გახდა საფუძველი სისხლის სამართლის კოდექსში ამ მუხლის გაუქმების,“ – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

არსებობდა რამდენიმე ახალგაზრდა ლიბერალი მწერალი, რომლებიც ჩვენთან არ შემოვიდოდნენ, პირველი იმიტომ, რომ ფანტასტიკურად ფინანსდებოდნენ და მეორე – მათთვის ღიმილისმომგვრელი იყო დიდი ქართული მწერლობის ისტორია

2007 წლის 21 აგვისტოს მირეკავენ, რომ შენობა გატეხეს. ღამის 4 საათია და სიბნელეში შევდივარ მწერალთა კავშირის შენობაში. თითქოს სპეციალურად დამახვედრეს- გალაქტიონის სურათი და ღვთისმშობელი [ხატი] ეგდო კიბეზე და ზედ ფეხებით დადიოდნენ