რუსებმა ოდესაზე დრონებით თავდასხმა განახორციელეს, არის მსხვერპლი

ოდესის ოლქში, რუსული ძალების მიერ დრონებით განხორციელებული თავდასხმის გამო, მასშტაბური ხანძარი გაჩნდა და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
„საჰაერო თავდაცვის ნაწილებმა ჩამოაგდეს Shahed-131/136 ტიპის 16 დრონი, რომლებიც ოკუპანტებმა ყირიმიდან გამოუშვეს. აქედან შვიდი „კამიკაძე-დრონი“ ხერსონის ოლქში ჩამოაგდეს, ცხრა კი – ოდესის ოლქში. ერთ-ერთი დრონი ოდესაში კერძო საცხოვრებელ სახლს დაეცა და აფეთქდა“, – აცხადებენ უკრაინის შეიარაღებულ ძალებში.
მათივე ინფორმაციით, აფეთქების ტალღამ ახლომდებარე სახლები და კერძო სპორტული დაწესებულების საკუთრებაში არსებული საწყობი დააზიანა, დრონის ჩამოვარდნამ დიდი ხანძარი გამოიწვია, რომლის ლიკვიდაციას ოთხ საათზე მეტი დასჭირდა. შემთხვევის ადგილზე გარდაცვლილი მამაკაცი იპოვეს.
სამაშველო სამუშაოებში საგანგებო სიტუაციების სამსახურის 10 ერთეული ტექნიკა და 53 მაშველი იყო ჩართული.

ასევე დაგაინტერესებთ

ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები მეუფე შიოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავენ: თქვენო უწმინდესობავ, გულითადად გილოცავთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას

სააპელაციო სასამართლომ ზვიად ცეცხლაძის, ვასილ კაძელაშვილის, ვეფხია კასრაძის, ინსაფ ალიევის, თორნიკე გოშაძის, გიორგი გორგაძის, ნიკოლოზ ჯავახიშვილისა და ირაკლი მიმინოშვილის მიმართ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა