დანიის პრემიერ-მინისტრი – მთელ ევროპას ემუქრება

რუსეთი მთელ ევროპას ემუქრება, – ამის შესახებ დანიის პრემიერ-მინისტრმა, მეტე ფრედერიქსენმა პარიზში, ევროპელი ლიდერების საგანგებო სამიტის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„სამწუხაროდ, ახლა მთელ ევროპას ემუქრება. ყველაზე მნიშვნელოვანი ახლა ის არის, რომ უკრაინელებმა ის მიიღონ, რაც სჭირდებათ, რათა ეს ომი არ წააგონ და საუკეთესო მდგომარეობაში იყვნენ“, – განაცხადა მეტე ფრედერიქსენმა.
მისი თქმით, მოლაპარაკებებში უკრაინის პირდაპირი ჩართვის გარეშე სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა შეუძლებელია.
ამასთან, პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის განცხადებით, დონალდ ტრამპის მმართველობის პერიოდში -ისა და ევროკავშირის ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადადის.
„თუ შესაძლებელი იქნება უსაფრთხოების გარანტიების შეთავაზება -სთან და ნატო-სთან ერთად, მაშინ პოლონეთი სხვადასხვა კუთხით იმოქმედებს, მაგრამ მე პოლონეთის ჯარების უკრაინაში გაგზავნას არ განვიხილავ“, – აღნიშნა ტუსკმა.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ცქიტიშვილი – რთულია, გამოვიცნოთ, რა უნდა “ქართულ ოცნებას”, ლოგიკური წყობა არ იკითხება – ცოტნე ივანიშვილს კი თუ გულწრფელი განზრახვა აქვს, დაუჯდეს აბა ციხეში მყოფ ახალგაზრდებს, ელაპარაკოს, რის გამო სხედან

თამარ ამაშუკელი: ბოლნისის სიონი!!! კულტურული მემკვიდრეობა აქ რა ხდება? ვერც საპატრიარქოს და ვერც ადგილობრივ სასულიერო პირებს ვერაფერს უბედავენ, რადგან მათთან „ფლირტით“ უდგათ სული (ვიდეო)