აჭარის მთავრობის სახლთან ლოზუნგით: “თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს” საპროტესტო აქცია განახლდა

“თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს” – ამ ლოზუნგით, აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია განახლდა.
შეკრებილები ამბობენ, რომ დღევანდელ სასამართლო პროცესებზე, სადაც ადმინისტრაციული საქმეების განხილვა მოხდა, დადასტურდა, რომ მოქალაქეებს უკანონოდ აკავებენ, ასევე, საქმის მასალებს მიზანმიმართულად არ აცნობენ.
ასევე, საპროტესტო აქციის მონაწილეების თქმით, მთავარი მოთხოვნა უცვლელია, დაინიშნოს საპარლამენტო არჩევნები.
აჭარის მთავრობის სახლთან შეკრებილებმა ე.წ. ოცნების ქალაქში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად, დაღუპული მოზარდები გაიხსენეს და სანთლები დაანთეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია