კიტ კელოგი – თავად გადაწყვეტს, მიიღებს თუ არა მომავალ „სამშვიდობო შეთანხმებას“

კიევი თავად გადაწყვეტს, მიიღებს თუ არა მომავალ „სამშვიდობო შეთანხმებას“, – ამის შესახებ უკრაინისა და რუსეთის საკითხებში -ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კიტ კელოგმა ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა.
„უკრაინის გადაწყვეტილება უკრაინის გადაწყვეტილებას წარმოადგენს. ზელენსკი სუვერენული ერის არჩეული ლიდერია და ეს გადაწყვეტილებები მისი გადაწყვეტილებებია და მათ სუვერენული ერის არჩეულ ლიდერს არავინ დაუწესებს“, – განაცხადა კიტ კელოგმა.
მისი თქმით, საომარი მოქმედებების შეჩერებისთვის უკრაინაც და რუსეთიც მზად არიან, რადგან ბრძოლის ველზე გადამწყვეტ გამარჯვებას ვერც ერთი მხარე ვერ მოიპოვებს.
„ახლა, როგორც ჩანს, „თამაშიდან გასვლა“ ორივე მხარეს სურს“, – აღნიშნა კელოგმა.
ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი, კიტ კელოგი უკრაინას 20 თებერვალს ეწვევა.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა ნათელაშვილი: ეს ბიძინას შეშლილი სათამაშო ნახეთ. სტარმერმა ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტია ორი მესამედით მოიყვანა 2029 წლამდე ხელისუფლების სათავეში და ტრიუმფატორად შევიდა ისტორიაში

სერგეი ლავროვი: ზელენსკი ფიურერია, რომელიც როლზე მოყვარულთა ჯგუფიდან დანიშნეს, მაგრამ, როგორც ხედავთ, ეს როლი მისთვის ჩამთრევი აღმოჩნდა – ევროპის ამჟამინდელი ელიტები არ მალავენ, რომ ჩვენთან ომისთვის ემზადებიან