ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი კიევს 20 თებერვალს ეწვევა – რამდენი დღე დარჩება ის უკრაინაში და ვის შეხვდება?

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ -ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთსა და უკრაინაში, კით კელოგი კიევში 20 თებერვალს ჩავა. ინფორმაციას Interfax Ukraine ავრცელებს.
“ის 2 ან მეტი დღე დარჩება აქ. მე მასთან ერთად ფრონტზე წასვლა მსურს და ისიც ჩემთან ერთად წამოვა. ვფიქრობ, უარს არ იტყვის… მე ვიცი, რომ ის სირსკისთან წავა, იქნებ, ბრიგადების მეთაურებთანაც ჩემთან ერთად. ამის შემდეგ ჩვენ დაველაპარაკებით თავდაცვის მინისტრს, სავარაუდოდ, დაზვერვასაც”. – თქვა ზელენსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ცქიტიშვილი – რთულია, გამოვიცნოთ, რა უნდა “ქართულ ოცნებას”, ლოგიკური წყობა არ იკითხება – ცოტნე ივანიშვილს კი თუ გულწრფელი განზრახვა აქვს, დაუჯდეს აბა ციხეში მყოფ ახალგაზრდებს, ელაპარაკოს, რის გამო სხედან

თამარ ამაშუკელი: ბოლნისის სიონი!!! კულტურული მემკვიდრეობა აქ რა ხდება? ვერც საპატრიარქოს და ვერც ადგილობრივ სასულიერო პირებს ვერაფერს უბედავენ, რადგან მათთან „ფლირტით“ უდგათ სული (ვიდეო)