ზელენსკის თქმით, საუდის არაბეთში მისი ვიზიტი არაა დაკავშირებული აშშ-რუსეთის შეხვედრასთან

უკრაინის პრეზიდენტმა მ განაცხადა, რომ საუდის არაბეთში მის ვიზიტს, რომელიც ოთხშაბათისთვისაა დაგეგმილი, „არავითარი კავშირი არა აქვს“ -სა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებთან, რომელიც სამშაბათს გაიმართება საუდის არაბეთში. ამის თაობაზე „ინტერფაქს-“ იტყობინება.
„უკრაინამ ამის შესახებ არაფერი არ იცოდა. და უკრაინას მიაჩნია, რომ უკრაინის შესახებ მოლაპარაკებები უკრაინის გარეშე არავითარ შედეგს არ გამოიღებს,“ აღნიშნა ზელენსკიმ. მისი თქმით, არ აღიარებს ამ შეხვედრაზე მიღწეულ შეთანხმებებს.
ზელენსკის სიტყვებით, მოლაპარაკებების შესახებ ის ესაუბრება ს პრემიერ-მინისტს, ტახტის მემკვიდრე პრინც მუჰამედ ბინ სალმანს.
როგორც BBC იტყობინება, უკრაინის პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე თქვა, რომ 20 თებერვალს უკრაინაში ჩავა აშშ-ის პრეზიდენატის სპეციალური წარგზავნილი უკრაინის საკითხებში, კით კელოგი, და მინიმუმ ორი დღით დარჩება ქვეყანაში.
„მინდა ფრონტის ხაზზე წავიყვან ის და, იმედი მაქვს, უარს არ მეტყვის,“ თქვა ზელენსკიმ.
17 თებერვალს ზელენსკი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იმყოფებოდა. სხვა საკითხებთან ერთად მან მოლაპარაკებები გამართა აგს-ის როლზე ს ტყვეობიდან უკრაინელი სამხედრო ტყვეების განთავისუფლების საქმეში.
ფორუმი