ლეგენდარულმა ჯოშირო მარუიამამ 31 წლის ასაკში ძიუდოისტის კარიერა დაასრულა

ლეგენდარულმა ჯოშირო მარუიამამ 31 წლის ასაკში ძიუდოისტის კარიერა დაასრულა, ამის შესახებ მან გულშემატკივრებს საკუთარ “ინსტაგრამ” გვერდიდან აცნობა.
“დღეს გადავწყვიტე გაცნობოთ, რომ ძიუდოს ვემშვიდობები. ყველა თქვენგანს მხარდაჭერისთვის დიდ მადლობას გიხდით. ძიუდოში ვარჯიში 3 წლის ასაკიდან დავიწყე და მიზნად ოლიმპიადის მოგება დავისახე, ოცნება ვერ ავისრულე, მაგრამ ამასთან გამკლავება მოვახერხე იმ ადამიანების წყალობით, რომლებიც მუდამ მხარში მედგნენ”, – დაწერა მარუიამამ სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, ჯოშირო მსოფლიო ჩემპიონატის 2-გზის გამარჯვებული და 2-გზის ვერცხლის მედლის მფლობელია, იაპონელმა ჯუდოს მსოფლიო ტურის მოგება 6-ჯერ მოახერხა, 2-ჯერ კი ვერცხლის
მედალს დასჯერდა, მარუიამას იაპონიის ჩემპიონატი 2-ჯერ აქვს მოგებული.