პარლამენტის ვიცე-სპიკერის პოსტზე, ოპოზიციის კვოტით, „ევროპელი სოციალისტების“ წარმომადგენელს ილია ინჯიას აირჩევენ

პარლამენტის ვიცე-სპიკერის პოსტზე, ოპოზიციის კვოტით, „ევროპელი სოციალისტების“ წარმომადგენელს ილია ინჯიას აირჩევენ.
ოპოზიციონერ ვიცე-სპიკერად ილია ინჯია პოლიტიკურმა ჯგუფმა „ევროპელი სოციალისტები“ წარადგინა, რომლის არჩევის საკითხი პარლამენტის მიმდინარე კვირის პლენარული სხდომის დღის წესრიგში ასახულია.
XI მოწვევის პარლამენტში ასევე ოპოზიციონერი ვიცე-სპიკერია სოზარ სუბარი.
ილია ინჯიას არჩევის შემდეგ, პარლამენტის სპიკერატში ექვსი ვიცე-სპიკერი იქნება: – პირველი ვიცე სპიკერია , უმრავლესობის კვოტით არჩეული ვიცე სპიკერები არიან – ნინო წილოსანი, , გიორგი კახიანი, ხოლო ოპოზიციას პარლამენტის სპიკერატში სოზარ სუბარი და ილია ინჯია წარმოადგენენ.
„ხალხის ძალა“ და „ევროპელი სოციალისტები“ XI მოწვევის პარლამენტში „ქართული ოცნებისგან“ გამოყოფილი პოლიტიკური ჯგუფებია, რომელთაც საპარლამენტო ოპოზიციის სტატუსი აქვთ.
აღნიშნული პოლიტიკური ჯგუფების წევრები პარლამენტში ოპოზიციის კვოტით განკუთვნილ თანამდებობებს იკავებენ.

.fb-background-color { background: #ffffff !important; } .fb_iframe_widget_fluid_desktop iframe { width: 800px !important; }

ასევე დაგაინტერესებთ

ტობიას კრემერი: რეპორტაჟის თანახმად, საქართველოს ხელისუფლებამ ის წყლის ჭავლში შეურია და არა დამპყრობელი არმიის, არამედ თავისი ხალხის წინააღმდეგ მიმართა: ქალების და ბავშვების, სტუდენტებისა და ექთნების, მუშებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ

იაგო კაჭკაჭიშვილი – პოლიციამ მომიტინგეებს მოსთხოვა, რომ მათ დატოვონ ტროტუარი, აბა რა ვქნათ, ცაში უნდა გავფრინდეთ? ვირტუალური პროტესტი უნდა მოეწყოს სამზარეულოებიდან? სრულად აბსურდთან მივედით