პარიზში უკრაინის ნატოში გაწევრიანებას განიხილავენ, თუ რუსეთი ცეცხლის შეწყვეტის დაარღვევს – The Guardian

გამოცემა The Guardian-ის ცნობით, პარიზში ევროპელი ლიდერების სამიტზე განიხილება წინადადება, რომელიც უკრაინის ნატოში ავტომატურ გაწევრიანებას ითვალისწინებს, თუ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას დაარღვევს.
გამოცემის ცნობით, ეს წინადადება რამდენიმე ამერიკელმა სენატორმა წამოაყენა და ახლა მას მხარს უჭერს ზოგიერთი ევროპელი ლიდერი, მათ შორის ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრე სტუბი.
პარიზში ევროპელი ლიდერები დღეს, 17 თებერვალს, შეიკრიბებიან, რათა უკრაინის და თავდაცვის საკითხები განიხილონ. პარიზის შეხვედრა მიზნად ისახავს ევროპული სამოქმედო გეგმის გამოკვეთას, -ის პრეზიდენტის, ს ადმინისტრაციის განცხადებების შემდეგ. სამიტმა ასევე უნდა გადაწყვიტოს, თუ როგორ უპასუხოს ევროპამ აშშ-ს მოთხოვნას – მზად არიან თუ არა ლიდერები, ცეცხლის შეწყვეტის შემთხვევაში, ჯარების სტაბილიზაციის ფორმირებისთვის.
სამიტში მონაწილეობას მიიღებენ: საფრანგეთის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, იტალიის, ესპანეთის, პოლონეთის, ნიდერლანდების და დანიის ლიდერები, ასევე, ევროკომისიის პრეზიდენტი და ნატოს გენერალური მდივანი.
იმავდროულად, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო მიემგზავრება საუდის არაბეთში, რუსეთთან უკრაინის შესახებ მოლაპარაკებებისთვის, სადაც არ არის მიწვეული. მოლაპარაკებები, სავარაუდოდ, სამშაბათს დაიწყება.
ამასთან, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი აცხადებს, რომ მზადაა, თავისი წვლილი შეიტანოს უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებში, საჭიროების შემთხვევაში, ადგილზე სამშვიდობო ჯარების განთავსებით.
BBC-ის ცნობით, სტარმერმა ეს კომენტარი პარიზის შეხვედრის წინ გააკეთა — ევროპის ლიდერები საფრანგეთში იკრიბებიან, რათა განიხილონ უკრაინის და თავდაცვის საკითხები განიხილონ.
მზარდი შეშფოთების ფონზე, რომ შეერთებული შტატები შესაძლოა აღარ დაეხმაროს ევროპის კონტინენტს, უკრაინის პრეზიდენტმა მ მოუწოდა „ევროპის არმიის“ შექმნისკენ.
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, ზელენსკიმ თქვა, რომ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ჯეი დი ვენსის გამოსვლამ ნათლად აჩვენა, რომ ძველი ურთიერთობა ევროპასა და ამერიკას შორის დამთავრდა და აუცილებელია ახალ რეალობაზე მორგება.
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მ სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა, რომ „ეროვნული ჯარების გაერთიანება“ არ იქნება, თუმცა ევროკავშირმა უნდა განავითაროს საკუთარი თავდაცვის შესაძლებლობები.