„ქართველებს რჩევას აქეთ უნდა ვეკითხებოდეთ“ – იულია ნავალნაია

„პირველ რიგში, მინდა, აღფრთოვანება გამოვხატო საქართველოს ოპოზიციის მიმართ. ჩვენ ყველამ ვიხილეთ ეს პროტესტი, და მართლა შთამაგონებელი იყო, რამდენი ადამიანი გავიდა ქუჩაში“ – აცხადებს იულია ნავალნაია.
„რადიო თავისუფლების“ კორესპონდენტი ვაჟა თავბერიძე ს ქვრივს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ესაუბრა საქართველოში მიმდინარე პროტესტებზე.
იულია ნავალნაიამ ხაზი გაუსვა იმ ადამიანების მხარდაჭერის მნიშვნელობას, რომლებიც საკუთარი უფლებებისთვის იბრძვიან, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, სადაც კრემლის გავლენა ძლიერია.
„პუტინი ძალიან კარგად ფლობს ჰიბრიდული ჩარევის მეთოდებს მის გარშემო მდებარე ყველა ქვეყანაში. ამიტომაც, საქართველოს ოპოზიციის მხარდაჭერა კრიტიკულად მნიშვნელოვანია“, – თქვა ნავალნაიამ.
კითხვაზე, რა რჩევას მისცემდა ქართველ დემონსტრანტებს, ნავალნაია ამბობს, რომ პირიქით, სხვებმა უნდა ისწავლონ ქართველებისგან:
„რთულია რჩევის მიცემა, რადგან ჩვენც იგივე მდგომარეობაში ვართ. ალბათ, პირიქით – ჩვენ უნდა ვთხოვდეთ მათ რჩევას, ვკითხოთ, რა და როგორ უნდა გავაკეთოთ, რადგან, როგორც ვნახეთ, ამ საქმეში ისინი ძალიან კარგები არიან“, – თქვა მან.
მისი მეუღლე, ალექსეი ნავალნი – ვლადიმირ პუტინის მთავარი ოპონენტი, რომელიც რუსეთმა „ექსტრემისტად“ გამოაცხადა – გარდაიცვალა 2024 წლის 16 თებერვალს, სადამსჯელო კოლონიაში, ხარპში, ს ჩრდილოეთში.
ოფიციალური ვერსიით, ის ციხის ეზოში სეირნობისას გარდაიცვალა. რუსეთის ხელისუფლებას ჯერ კიდევ სრულად არ განუმარტავს ოპოზიციონერის გარდაცვალების გარემოებები.
ნავალნის დედა ლიუდმილა ნავალნაია აცხადებს, რომ ის ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მოხდეს გამოძიება და იმედი აქვს, რომ დაისჯებიან ისინი, ვინც პასუხისმგებლები არიან მისი შვილის გარდაცვალებაზე.
იულია ნავალნაია, რომელიც ემიგრაციაში ცხოვრობს და რომელიც ასევე „ექსტრემისტადაა” შერაცხილი თავის სამშობლოში, ამბობს, რომ მისი ქმარი სიკვდილის შემდეგაც „აგრძელებს ხალხის გაერთიანებას“ და „თავისუფალი, მშვიდობიანი“ რუსეთისკენ მოუწოდებს ხალხს.
ევროკავშირმა განაცხადა, რომ ნავალნის სიკვდილზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს.
2025 წლის 16 თებერვალს მოსკოვში, ნავალნის საფლავზე, სულ ცოტა, 1500 ადამიანი მივიდა – რეპრესიების საფრთხისა და ყინვის მიუხედავად, რათა პატივი მიეგოთ ოპოზიციის ლიდერისთვის.
ფორუმი