დიდი ბრიტანეთი არ აღიარებს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. არჩევნების ლეგიტიმურობას

დიდი ბრიტანეთი არ აღიარებს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო ს ლეგიტიმურობას. განცხადებაში, რომელიც ამ საკითხზე საელჩოს ფეისბუკგვერდზე გამოქვეყნდა, აღნიშნულია, რომ დიდი ბრიტანეთი აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.
„დიდი ბრიტანეთი არ აღიარებს საქართველოს ს რეგიონში, 2025 წლის 15 თებერვალს ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმურობას.
კიდევ ერთხელ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – წერია განცხადებაში.
15 თებერვალს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში – აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. წინასწარი შედეგების მიხედვით, გაიმართება მეორე ტური. პირველ ტურში კანდიდატებს შორის ხმები ასე გადანაწილდა:
· ბადრა გუნბა – 46%;
· ადგურ არძინბა – 37%;
· რობერტ არშბა – 7%;
· ოლეგ ბარციცი – 4%;
· ადგურ ხურუმალი – 1%.
ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებული ე.წ. არჩევნების ჩატარება დაგმო საქართველოს საგარო საქმეთა სამინისტრომაც. უწყება აცხადებს, რომ ეს უხეშად არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტმა გადაწყვეტილება ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის შესახებ მას შემდეგ მიიღო, რაც 2024 წლის 19 ნოემბერს, სოხუმში მრავალდღიანი საპროტესტო აქციების გამო თანამდებობა დატოვა 2020 წელს არჩეულმა ასლან ბჟანიამ.

ასევე დაგაინტერესებთ