გიორგი ბაჩიაშვილის ბრალდების საქმეზე, ნათია თურნავა სასამართლოს ჩვენებას აძლევს

თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის საქმეზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა ჩვენებას აძლევს. თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს. პროცესის დაწყებამდე თურნავას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია და მხოლოდ ის განაცხადა, რომ „ყველაფერს კანონიერად აკეთებენ”.
შეგახსენებთ, ივანიშვილი ბაჩიაშვილს 8000-მდე ბიტკოინის მითვისებას და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავება.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შარაშიძე – კომისიის შექმნაზე უარის თქმით „ოცნება“ ხელს აფარებს მთავარ დამნაშავეს, ივანიშვილს აფარებენ ხელს – პროცესს სპექტაკლი და კორდებალეტი უწოდეს, მაგრამ ეშინიათ, რადგან შეგვეძლო მივსულიყავით, რეზინის ტყვიების გამოყენებაზე ბრძანების გამცემთან