საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთის მონაწილეობით „დიდი რვიანის“ ფორმატში დაბრუნების იდეაზე – დღეს ეს წარმოუდგენელია

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჟან-ნოელ ბარო არ ეთანხმება ს მონაწილეობით „დიდი რვიანის“ ფორმატში დაბრუნების იდეას, – „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, ამის შესახებ პოლიტიკოსმა ფრანგულ ტელეარხ LTI-სთან ინტერვიუში განაცხადა.
„დღეს ეს წარმოუდგენელია”, – განაცხადა ჟან-ნოელ ბარომ და დასძინა, რომ ახლა „დიდი შვიდეული” აერთიანებს “ყველაზე დიდ და განვითარებულ დემოკრატიებს”, ხოლო რუსეთი „უფრო და უფრო ნაკლებად იქცევა როგორც დემოკრატია”.
ამასთან, საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, მოსკოვის მონაწილეობით „დიდი რვიანის“ ფორმატში დაბრუნების შესაძლებლობა არ არის გამორიცხული, თუ ში „სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის“ მიღწევა მოხდება.
შეგახსენებთ, -ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ რუსეთის „დიდ შვიდეულში“ დაბრუნება სურს. „მინდა მათი დაბრუნება. ვფიქრობ, შეცდომა იყო მათი გაგდება. შეხედეთ, საქმე იმაში არ არის, მოგწონს თუ არა რუსეთი. ვფიქრობ, პუტინი სიამოვნებით დაბრუნდება“, – აღნიშნა ტრამპმა.
შეგახსენებთ, რუსეთი „დიდი რვიანის“ სახელმწიფოთა ჯგუფიდან 2014 წელს ს ანექსიის გამო გარიცხეს და შესაბამისად, ჯგუფი მუშაობას „დიდი შვიდეულის“ ფორმატში, აშშ-ის, გერმანიის, საფრანგეთის, გაერთიანებული სამეფოს, იტალიის, იაპონიისა და კანადის მონაწილეობით მონაწილეობით, განაგრძობს.

ასევე დაგაინტერესებთ