ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთთან ომში 46 ათასზე მეტი უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა – ათიათასობით ჯარისკაცი უგზო-უკვლოდ დაკარგულია

რუსეთის ფედერაციასთან ომში უკრაინამ 46 ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურე დაკარგა, კიდევ 380 ათასი ჯარისკაცი დაიჭრა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ NBC News-თან ინტერვიუში განაცხადა.
მისივე განცხადებით, ამ დროისთვის, ათიათასობით ჯარისკაცი დაკარგულად ითვლება.
„გვაქვს ფიქსირებული მსხვერპლი – 46 ათასზე მეტი დაღუპული ჯარისკაცი. ჯერ კიდევ ათიათასობით უგზო-უკვლოდ დაკარგულია. უგზო-უკვლოდ დაკარგულები შეიძლება გარდაცვლილები იყვნენ, ან ტყვეობაში იმყოფებოდნენ, – აღნიშნა ზელენსკიმ.
ამასთან, მისი თქმით, შეუძლებელია დაღუპული მშვიდობიანი მოსახლეობის ზუსტი რაოდენობის დადგენა, რადგან ქვეყნის ტერიტორიების ნაწილი ოკუპაციის ქვეშ რჩება.
პრეზიდენტ ზელენსკის ინფორმაციით, რუსეთში დეპორტირებულია, დაახლოებით, 19,5 ათასი უკრაინელი ბავშვი.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჯაფარიძე: ზურაბ ჯაფარიძე: გავერთე და ფასები შევადარე ტრამპ თაუერის 1 კვ/მ-ზე დაანონსებულ ფასში, შეგიძლია იყიდო ბინა/აპარტამენტი: მადრიდში, ბარსელონაში, ლისაბონში, რომში, მილანში, ათენში…

ირმა ინაშვილი – თუ „პატრიოტთა ალიანსის“ და ღარიბაშვილის პოლიტიკური ერთობა შედგება, ეს სერიოზულ სიახლეს შემოიტანს პოლიტიკურ ველზე – ლილუაშვილს არ მოვიაზრებ იმიტომ, რომ პოლიტიკოსი არასდროს ყოფილა