თბილისის რამდენიმე ქუჩას წყალმომარაგება შეეზღუდება | ჩამონათვალი და აღდგენის დრო

თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალმომარაგება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციასა და ქუჩების ჩამონათვალს “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” ავრცელებს:
· დიდუბის რაიონში – ქართულ ამერიკული მეგობრობის გამზ. N1-თან, წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 03:45-დან 16:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდა: ქართულ ამერიკული მეგობრობის გამზირს, ჯორჯ ბალანჩინის ქუჩას.
· საბურთალოს რაიონში – სოფ. დიღომი, ანდრონიკაშვილის ქუჩის N1-თან, წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 03:00-დან 11:00 საათამდე. წყალმომარაგება შეუწყდება: ანდრონიკაშვილის N1.