აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია განახლდა.
მოქალაქეები 81-ე დღეა უწყვეტად იკრიბებიან და ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნების ხელახლა დანიშვნას და დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებას მოითხოვენ.
ამასთან, შეკრებილები სამძიმარს და მხარდაჭერას უცხადებენ ე.წ. “ოცნების ქალაქში” დაღუპული ბავშვების ოჯახის წევრებს.
საპროტესტო აქციაზე, აჭარის მთავრობის სახლთან და საკონსტიტუციო სასამართლოსთან სამართალდამცავები არიან მობილიზებული.
