”ოცნების” საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობაზე უარი დასჯადია – ასეა თუ არა ეს?

თუ 2003-2012 წლებში ხელისუფლებასთან დაკავშირებული პოლიტიკოსები საპარლამენტო საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობაზე უარს იტყვიან, მათ “ქართული ოცნება” სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობით ემუქრება. “ყველაზე მარტივი გზაა ყველა პოლიტიკური ოპონენტის დასაჭერად” – გვიხსნის იურისტი.
“ქართულმა ოცნებამ” “კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის აკრძალვის” წინასაარჩევნო დაპირების შემდეგ, დან 4 თვეში შექმნა „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და მისი პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი“ დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისია.
კომისიას სადავო პარლამენტის თავმჯდომარის ორი მოადგილე, (კომისიის თავმჯდომარე) და სოზარ სუბარი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე) უხელმძღვანელებენ.
Სუბარი კომისიაში “ოპოზიციის წარმომადგენელია”. ის 9 წელი “ქართული ოცნების” აღმასრულებელი ან საკანონმდებლო გუნდის წევრი იყო, სანამ 2021 წელს მმართველი პარტიისგან ფორმალურად გამოყოფილი “ხალხის ძალის” ერთ-ერთი დამფუძნებელი გახდებოდა. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მან კვლავ “ქართული ოცნების” სიით იყარა კენჭი და მას შემდეგ, რაც ოპოზიცურმა პარტიებმა უარი თქვეს პარლამენტის შედეგების აღიარებაზე, ერთპარტიულ საკანონმდებლო ორგანოში სუბარის “ხალხის ძალა” კვლავ ოპოზიციად გამოეყო მმართველ პარტიას.
Კომისიაში ასევე შედიან “ხალხის ძალის” კიდევ ერთი წევრი, გურამ მაჭარაშვილი და მეორე, ახლადშექმნილი “ოპოზიციური” საპარლამენტო ჯგუფის, “ევროპელი სოციალისტების” თავმჯდომარე, ილია ინჯია. “გახარია საქართველოსთვის”, რომელიც სხვა ოპოზიციური პარტიების მსგავსად გაყალბებულად მიიჩნევს 2024 წლის არჩევნებს, პარლამენტის ლეგიტიმაციას არ ცნობს, თუმცა, იმის გამო, რომ მანდატებზე უარი არ უთქვამს, კომისიაში მათ ორი ვაკანტური ადგილი დაუტოვეს.
“ჩვენი კანონმდებლობა ითვალისწინებს საკმაოდ მკაცრ პასუხისმგებლობას”
თავმჯდომარე წულუკიანი ამბობს, რომ საგამოძიებო კომისიის მიზანი დოკუმენტურად დადასტურებული ფაქტების დადგენაა – მათ შორის “ქართული თუ სტრასბურგის სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებებზე დაყრდნობით” და იმის განსაზღვრა თუ რა დანაშაული ჩაიდინა ყოფილმა მმართველმა პარტიამ და კონკრეტულმა თანამდებობის პირებმა.
სანამ კომისია 13 თებერვალს პირველ, საორგანიზაციო სხდომას გამართავდა, “ქართული ოცნების” ლიდერები უკვე იმუქრებოდნენ რომ კომისიასთან თანამშრომლობაზე უარი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას გამოიწვევს.
“ვინც არ ითანამშრომლებს – ამას მინდა ხაზი გავუსვა – არის კონკრეტული ჩანაწერი სისხლის სამართლის კოდექსში, რომლის შესაბამისი პასუხისმგებლობა იქნება ასეთი პირების მიმართ გათვალისწინებული”, განაცხადა მმართველი გუნდის პოლიტსაბჭოს წევრმა, დავით მათიკაშვილმა 7 თებერვალს.
ხუთშაბათს, იგივე გაიმეორა წულუკიანმა.
“თუ რომელიმე მათგანი, მას შემდეგ, რაც ჩვენ მოვიწვევთ მოსმენაზე, უარს განაცხადებს მობრძანებაზე, ამისთვის ჩვენი კანონმდებლობა ითვალისწინებს საკმაოდ მკაცრ პასუხისმგებლობას”.
ასეა თუ არა ეს?
“საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის” გამო დანაშაული ჯარიმას ან თავისუფლების ერთ წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს. – გვეუბნება იურისტი ნიკა სიმონიშვილი სა სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლზე მიუთითებს.
კოდექსის 350-ე მუხლის მიხედვით, ანალოგიური სიმძიმის სასჯელით, ასევე დასჯადია კომისიისთვის “ცრუ ახსნა-განმარტების მიცემა”.
სიმონიშვილის აზრით, კომისიის მიზანი უფრო წარმოდგენის გამართვაა, ვიდრე სამართლებრივი შედეგების მიღწევა, თუმცა მას ეჭვი არ ეპარება რომ “დაიბარებენ ყველა ოპონენტს და გამოუცხადებლობის გამო ყველაზე დევნასაც დაიწყებენ”.
“ყველაზე მარტივი გზაა ყველა პოლიტიკური ოპონენტის დასაჭერად”.
Კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო პასუხისმგებლობის შესახებ კვირის დასაწყისში ილაპარაკა სადავო პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმაც და პოლონეთის მაგალითი მოიყვანა, სადაც მისი თქმით, მას შემდეგ რაც “საპარლამენტო, საგამოძიებო კომისიაში ყოფილი იუსტიციის მინისტრი არ გამოცხადდა, ის დააკავეს და მიიყვანეს საგამოძიებო კომისიაში”.
Რა მოხდა პოლონეთში?
Პაპუაშვილი, სავარაუდოდ, პოლონეთის იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზბიგნიევ ჟიობროს შემთხვევაზე მიუთითებდა.
31 იანვარს, პოლონეთის სეიმის საგამოძიებო კომიტეტმა, ვარშავის საოლქო სასამართლოსადმი სეიმის მიმართვის საფუძველზე, ჟიობროსგან იძულების წესით ჩაიბარა განმარტება მისი ხელისუფლების დროს მთავრობის კრიტიკოსებზე სავარაუდო თვალთვალის შესახებ. პოლიციამ ჟიობრო მას შემდეგ დააკავა, რაც “კანონის და სამართლიანობის” პარტიის ხელისუფლების ყოფილმა წევრმა კომისიას რამდენჯერმე განუცხადა უარი, Pegasus-ის შესახებ ჩვენება მიეცა.
სათვალთვალო კომპიუტერული პროგრამა Pegasus-ის სკანდალი 2021 წელს გასკდა: ჟურნალისტურმა გამოძიებამ დაადგინა რომ პროგრამას სხვადასხვა ქვეყნის არაერთი მთავრობის წევრის, უფლებადამცველის თუ ჟურნალისტის მობილური ტელეფონის გასატეხად და მისაყურადებლად იყენებდნენ – მათ შორის, სავარაუდოდ, პოლონეთის მთავრობა.
კაჩინსკი აცხადებს, რომ პოლონეთმა Pegasus-ის პროგრამა იყიდა, თუმცა უარყოფს, რომ თვალთვალის სამიზნე ოპოზიცია იყო
Რა უნდა გამოიძიოს “ოცნების” კომისიამ?
“ქართული ოცნება” ხელისუფლებაში მოსვლიდან, 2012 წლის ოქტომბრიდან, წინა “რეჟიმის” გასამართლებაზე ლაპარაკობს და არა მხოლოდ; მმართველობის პირველი წლებიდან არაერთი ყოფილი პოლიტიკური თანამდებობის პირი უკვე გაასამართლა, მაგრამ 2024 წლის არჩევნების წინ “კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის” გასამართლება და აკრძალვა მაინც “ოცნების” მთავარი დაპირება გახდა.
ექსპერტების ნაწილი ფიქრობს, ახალი საგამოძიებოს კომისიის დასკვნები შესაძლოა ოპოზიციური პარტიებისთვის რეგისტრაციის გაუქმების და აკრძალვის საბაბი გახდეს.
იურისტი ნიკა სიმონიშვილი განმარტავს, რომ პოლიტიკური პარტიის აკრძალვას საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლი და “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 36-ე მუხლი არეგულირებს.
კონსტიტუციის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, “დაუშვებელია ისეთი პოლიტიკური პარტიის შექმნა და საქმიანობა, რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა ან რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, ეთნიკურ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს”.
ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, პოლიტიკური პარტიის აკრძალვა შეიძლება მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით და “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში.
“მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” კანონის 36-ე მუხლი არსებითად იმეორებს პარტიის აკრძალვის კონსტიტუციის 23-ე მუხლით გათვალისწინებულ საფუძვლებს და ასეთ საფუძვლებს შორის იმ პოლიტიკურ გაერთიანებასაც ასახელებს, რომელიც “ქმნის ან შექმნილი აქვს შეიარაღებული ფორმირება”.
საქართველოს კანონმდებლობით, საკონსტიტუციო სარჩელი პოლიტიკური პარტიის საქმიანობის შეჩერებაზე შეუძლია აღძრას საქართველოს პრეზიდენტმა, პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთმა მეხუთედმა (მინიმუმ 30 წევრს) ან საქართველოს მთავრობამ; სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, პოლიტიკურ პარტიას რეგისტრაცია გაუუქმდება.
Სადავო Პარლამენტის კომისიის გამოძიება 2008 წლის აგვისტოს ომსაც შეეხება.
“ეს არის [ასევე] საქმეები, რაც არის დაკავშირებული 2008 წელს მომხდარ მოვლენებთან – ომთან და ამ ომში სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილ ღალატთან”, თქვა 13 თებერვალს, კომისიის მიერ შესასწავლი საკითხების განხილვისას სოზარ სუბარმა.
“ქართულ ოცნებაში” ამბობენ, რომ აინტერესებთ, რამდენად შეეძლო მაშინდელ ხელისუფლებას ს ქვეყანაში შემოჭრის თავიდან არიდება.
“უმთავრესი, რაც ამ პერიოდისთვის უნდა ამოტივტივდეს, 2008 წლის ომია”, განაცხადა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბრისას ხელისუფლების მომხრე ორგანიზაციის, “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრმა, ნანა კაკაბაძემ. 26 ოქტომბრის არჩევნებამდე, ორგანიზაციამ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ანტიკონსტიტუციურად გამოცხადებაც მოითხოვა.
10 თებერვალს, პროკურატურამ განაცხადა რომ “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” მიმართვის საფუძველზე, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთად, საბოტაჟის, საბოტაჟის მცდელობისა და მტრულ საქმიანობაში დახმარების მუხლებით ჩადენილ დანაშაულს იძიებდა. ვის წინააღმდეგ აწარმოებენ უწყებები გამოძიებას, უცნობია, თუმცა ხელისუფლების მომხრე ორგანიზაცია, იანვარში გამოქვეყნებულ განცხადებაში, “ქართული დესტრუქციული ოპოზიციის წარმომადგენლების” და ს წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას სწორედ “უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების” მუხლით ითხოვდა.