ენით გამოუთქმელი ტრაგედიაა ორი პატარას გარდაცვალება – ბათუმში მომხდარ ტრაგედიაზე

ენით გამოუთქმელი ტრაგედიაა ორი პატარას გარდაცვალება. ალბათ სიტყვები ზედმეტია, თუმცა უნდა მოვახერხოთ თანავუგრძნოთ, ვანუგეშოთ – თუკი რამენაირად ეს შესაძლებელია, – წერს “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, , ბათუმში დატრიალებული ტრაგედიის შესახებ.
მისი განცხადებით, უბედური შემთხვევის პარალელურად, ოპოზიციის მხრიდან, არაადამიანობას ვაწყდებით, ვინაიდან, ისინი ტრაგედიით პოლიტიკური ქულების დაწერისთვის, ყველაფერს კადრულობენ, მათ შორის, ისეთ ტყუილებს, თითქოს ბავშვები ჯართის შესაგროვებლად იყვნენ ან თითქოს, ტრაგედიის ადგილზე მშენებლობა მიმდინარეობდა.
„ენით გამოუთქმელი ტრაგედიაა ორი პატარას გარდაცვალება. ალბათ სიტყვები ზედმეტია, თუმცა უნდა მოვახერხოთ თანავუგრძნოთ, ვანუგეშოთ – თუკი რამენაირად ეს შესაძლებელია… პარალელურად, წარმოუდგენელ არაადამიანობას ვაწყდებით: ოღონდ პოლიტიკური ქულები დაიწერონ და ამ ტრაგედიაზე გეგმები განაახლონ, ყველაფერს კადრულობენ, მათ შორის ტყუილებსაც, რომ თითქოს ბავშვები ჯართს აგროვებდნენ, რომ თითქოს იქ მშენებლობის ადგილია, მშენებლობა მიმდინარეობდა, საძირკვლისთვის ამოღებული თხრილი იყო და ა. შ. ჯართი, მშენებლობა… სიცრუისთვის, სიმძაფრისთვის და ხალხის გაგიჟებისთვის მოგონილი მავნებლობა და მთავარი მტკიცებულება იმისა, რამდენად არ ადარდებთ ბავშვების გარდაცვალებაც კი, ოღონდ თავიანთი გამარგინალებული გეგმები ოდნავ გამოაცოცხლონ… აქაც სარგებელს ეძებენ…
იქნებ ყველამ გაათვითცნობიეროს, რომ ახლა იმ პატარა ანგელოზების ოჯახებს გვერდით დგომა ჭირდება და არა, ისედაც უდიდესი ტრაგედიის, ტყუილებით და ბინძური პოლიტიკური მიზნებით დამძიმება!”, – წერს მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ყანდაშვილი „ადვოკატთა ასოციაციის“ არჩევნებზე: ვისმენ ბევრ არასწორ და შეურაცხმყოფელ განცხადებას, თუ გამონათქვამს, თუმცა ეს არ გვიშლის ხელს მე და ჩემს გუნდს, ვიყოთ მოწოდების სიმაღლეზე და ერთხელ ნათქვამი პრინციპი ბოლომდე დავიცვათ

ირაკლი ყანდაშვილი- მე ვიყავი პირველი, ვინც ოფიციალურად განვაცხადე მზაობა და ინტერესი, მიმეღო მონაწილეობა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნებში. მქონდა და მაქვს პრინციპი, ვიყო ასოციაციის თითოეული წევრის თავმჯდომარე თანაბრად

ლიზ ტრასის სიტყვები ყველაზე კარგად ასახავს დღეს იმ ქვეყნის ვითარებას, რომელიც იცლის და საქართველოს მისამართით უსამართლო, ბინძური თავდასხმებით გამოირჩევა- საკუთარ ქვეყანას მიხედეთ, საკუთარ ხალხს მოუსმინეთ