– შევხვდი ალარ კარისს, რათა განმეხილა რუსეთის ჰიბრიდული ჩარევა საქართველოში – ხაზი გავუსვი ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გადაუდებელ საჭიროებას

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ესტონეთის პრეზიდენტს, ალარ კარისს შეხვდა.
შეხვედრის შესახებ ინფორმაციას სალომე ზურაბიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე ავრცელებს.
„შევხვდი ესტონეთის პრეზიდენტს, ალარ კარისს, რათა განმეხილა რუსეთის ჰიბრიდული ჩარევა საქართველოში, რომლის სამიზნე ჩვენი და დემოკრატიაა. ხაზი გავუსვი ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გადაუდებელ საჭიროებას“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ცქიტიშვილი – „ქართული ოცნება“ ეცდება, ყველა მხარე რაღაც პროცესში შეიტყუოს, აჩვენოს, თითქოს ნაბიჯებს დგამს, თუმცა ეს იქნება სიმულაცია – როგორც ჩანს, ირანის მიმართ ვალდებულებები აქვს აღებული, მისი „გადაგდება“ ასე მარტივი არ არის