“მისნაირი კალათბურთელი აქამდე არ გვინახავს” – იოკიჩმა დონჩიჩზე ისაუბრა

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ერთ-ერთმა მთავარმა ვარსკვლავმა და 3-გზის სეზონის საუკეთესო მოთამაშემ ნიკოლა იოკიჩმა, “ლოს ანჯელეს ლეიკერსის” ახალწვეულის, ლუკა დონჩიჩის შესახებ ისაუბრა.
“დენვერ ნაგეთსის” ლიდერის თქმით, სლოვენიელი განსაკუთრებული მოთამაშეა.
“პირადად ჩემთვის, ლუკა საუკუნის ტალანტია. დონჩიჩი არის კალათბურთელი, რომლის მსგავსიც აქამდე არ გვინახავს. ის თამაშზე უდიდეს ზეგავლენას ახდენს.
ლუკა “დალასში” რაღაც ღირებულის შექმნას ცდილობდა, ვფიქრობ გაცვლის გამო გაბრაზებულია, მაგრამ ზოგჯერ ასეთი რაღაცები მოთამაშეებს უფრო აძლიერებთ, რა თქმა უნდა, ცუდია, როდესაც გცვლიან და შენ ამის შესახებ არაფერი იცი, მაგრამ ახლა უფრო დიდი მოტივაცია
აქვს, რომ მწვერვალები დაიპყროს”, – ციტირებს Clutch Points-ი სერბი კალათბურთელის სიტყვებს.
შეგახსენებთ, “დალას მავერიქსმა” დონჩიჩი 2018 წელს, NBA-ის დრაფტზე აირჩია, რამდენიმე კვირის წინ კი “ლოს ანჯელეს ლეიკერსში” ენტონი დეივისისა და მაქს კრისტის სანაცვლოდ დათმო.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში