„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია ხვალ რამდენიმე პირის მოსმენას გეგმავს

17 თებერვალს, პარლამენტში, “ქართული ოცნების” ინიციატივით შექმნილი “2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი” დროებითი საგამოძიებო კომისია რამდენიმე პირის მოსმენას გეგმავს.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელი 2003-2012 წლების განმავლობაში მომხდარ კანონდარღვევებზე წარმოებული საერთაშორისო დავებისა და საერთაშორისო სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ ისაუბრებს.
კომისიის სხდომაზე მიწვეულია ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენელი, რომელსაც 2003-2012 წლებში გამართული საპარლამენტო, საპრეზიდენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის ს შესახებ მოუსმენენ.
გარდა ამისა, დაგეგმილია გენერალური პროკურატურის წარმომადგენლის მოსმენა 2003-2012 წლებში მართლმსაჯულების სისტემაში დაშვებული ხარვეზების თაობაზე ნაწარმოები სისხლის სამართლის საქმეების შესახებ.
17 თებერვალს ასევე მივა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, რომელიც 2003-2012 წლების პერიოდში მომხდარ კანონდარღვევებთან დაკავშირებით ისაუბრებს.
დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომა 10:00 საათზე დაიწყება.