სალომე ზურაბიშვილი კაია კალასს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, კაია კალასს შეხვდა, – ინფორმაციას და შეხვედრის ამსახველ ფოტოს პრეზიდენტი X-ზე ავრცელებს.
„შევხვდი კაია კალასს და გადავეცი ქართული მედიის წარმომადგენლების მოწოდებები ჩვენი პარტნიორების მხრიდან მხარდაჭერის გაზრდის შესახებ. ახალი თავისუფალი და სამართლიანი ერთადერთი გამოსავალია საქართველოში არსებული კრიზისიდან,” – წერს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი.