“ძნელია, იპოვო სიტყვები ოჯახების სანუგეშოდ, რომელთაც უბედური შემთხვევის შედეგად მცირეწლოვანი შვილები დაკარგეს” – ირაკლი კობახიძე

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ ბაატუმში ტრაგიკულად დაღუპულო ბავშვების ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა.

“უდი­დეს მწუ­ხა­რე­ბას გა­მოვ­თქვამ ბა­თუმ­ში დატ­რი­ა­ლე­ბუ­ლი ტრა­გე­დი­ის გამო, რო­მელ­საც ორი ბავ­შვის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა. ძნე­ლია, იპო­ვო სი­ტყვე­ბი ოჯა­ხე­ბის სა­ნუ­გე­შოდ, რო­მელ­თაც უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვის შე­დე­გად მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლე­ბი და­კარ­გეს.

სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბი­სა და პი­რა­დად ჩემი სა­ხე­ლით, გულ­წრფე­ლად ვუ­სამ­ძიმ­რებ და თა­ნა­ვუგ­რძნობ და­ღუ­პუ­ლი ბავ­შვე­ბის ოჯა­ხებს, ახ­ლობ­ლებს, ყვე­ლას, ვინც ამ უსა­ზღვრო ტკი­ვილს გა­ნიც­დის“,- აღ­ნიშ­ნავს პრე­მი­ე­რი.

­შეგახსენებთ, რომ ბა­თუმ­ში, უბე­დურ შემ­თხვე­ვას 3 და 6 წლის ბავ­შვე­ბი ემსხვერ­პლნენ. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბავ­შვე­ბი ერთ-ერთი მო­ქა­ლა­ქის მიერ გა­კე­თე­ბულ სა­კა­ნა­ლი­ზა­ციო თხრილ­ში ჩა­ვარ­დნენ, რო­მე­ლიც წყლით იყო სავ­სე.

ასევე დაგაინტერესებთ

აგენტურული ტელევიზიები კორუფციაში ბრალს სდებენ მათ, ვინც ყველაზე მეტად ებრძვის კორუფციას. ბედავენ შანტაჟსაც კი, თუ ისინი არ „დალაგდებიან“ მათთან. ყველას მოვუწოდებ, ნუ დაექვემდებარებიან ნურავის შანტაჟს

არასწორმა ადამიანებმა, უცხოელებმა, ქართველებმა მიიჩნიეს, რომ გარე რყევების საფუძველზე სახელმწიფო იყო დასუსტებული და შეიძლებოდა დაპირისპირებოდნენ, დღეს გვაქვს სრულიად ახალი რეალობა, არასდროს დავუშვებთ თვითნებობას და ძალადობას სახელმწიფოს წინააღმდეგ