ევროპელი ლიდერები უკრაინის საკითხთან დაკავშირებით პარიზში საგანგებო სამიტს გამართავენ

ევროპელი ლიდერები მომავალ კვირას უკრაინის ომის შესახებ საგანგებო სამიტზე შეიკრიბებიან იმ შეშფოთების ფონზე, რომ რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებებს ევროპის მონაწილეობის გარეშე აგრძელებს, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, შეხვედრას პარიზში, სავარაუდოდ, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერიც დაესწრება.
გამოცემა წერს, რომ სამიტის გამართვის შესახებ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა სა და უკრაინის საკითხებში ს სპეციალური წარმომადგენელის, კიტ კელოგის განცხადება, რომ ევროპელი ლიდერები გაივლიან კონსულტაციას, მაგრამ არ მიიღებენ მონაწილეობას აშშ-სა და რუსეთს შორის ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებში.
ამასთან, თეთრი სახლის მაღალი რანგის წარმომადგენლები, მათ შორის აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, უახლოეს დღეებში საუდის არაბეთში რუსეთის წარმომადგენლებს შეხვდებიან. ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ მოლაპარაკებებზე ც არის მიწვეული, თუმცა პრეზიდენტი აცხადებს, რომ მის ქვეყანას ასეთი მიწვევა არ მიუღია.
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მ გუშინ განაცხადა, რომ ემანუელ მაკრონმა ევროპელი ლიდერები უკრაინის საკითხის განსახილველად პარიზში სამიტზე მიიწვია.