გიორგი გახარია – მარგუს ცაჰკნასთან შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოს პოლიტიკური კრიზისი და მისი გავლენა რეგიონულ უსაფრთხოებაზე

შევხვდი ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, მარგუს ცაჰკნას – მინისტრს ავუხსენი, რომ უწყვეტი პროტესტის მე-80 დღეს თბილისის ქუჩები სავსეა საქართველოს მოქალაქეებით, რომლებიც პირველ რიგში უკანონო პატიმრების გათავისუფლებას მოითხოვენ,- ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ესტონეთის მხარდაჭერა ყოველთვის მნიშვნელოვანია ქართველი ხალხის ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში.
“შევხვდი ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, მარგუს ცაჰკნას, რომელთანაც გამოვხატე მადლიერება ესტონეთის ურყევი მხარდაჭერისთვის საქართველოს სუვერენიტეტის დაცვისა და მკაფიო პოზიციისთვის ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის არალეგიტიმური „არჩევნების“ წინააღმდეგ.
განვიხილეთ საქართველოს პოლიტიკური კრიზისი და მისი გავლენა რეგიონულ უსაფრთხოებაზე. მინისტრს ავუხსენი, რომ უწყვეტი პროტესტის მე-80 დღეს თბილისის ქუჩები სავსეა საქართველოს მოქალაქეებით, რომლებიც პირველ რიგში უკანონო პატიმრების გათავისუფლებას მოითხოვენ.
ესტონეთის მხარდაჭერა ყოველთვის მნიშვნელოვანია ქართველი ხალხის ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში”,-აღნიშნავს გახარია.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ცქიტიშვილი – „ქართული ოცნება“ ეცდება, ყველა მხარე რაღაც პროცესში შეიტყუოს, აჩვენოს, თითქოს ნაბიჯებს დგამს, თუმცა ეს იქნება სიმულაცია – როგორც ჩანს, ირანის მიმართ ვალდებულებები აქვს აღებული, მისი „გადაგდება“ ასე მარტივი არ არის