საბა სხვიტარიძე – მაწამეს, მაგრამ ვერ გამტეხეს, დამაკავეს, მაგრამ თავისუფლება ვერ წამართვეს – საკნის კედლები სულ რომ კუბოსავით შემივიწროოთ, ჩემზე თავისუფალი მაინც ვერ იქნებით – ქართველი ხალხი არ დათმობს ევროპულ მომავალს

როგორ შეიძლება ათასობით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე და 53 სისხლის სამართლის საქმეზე მხოლოდ პროკურატურა იყოს მართალი?! როგორ შეიძლება პროკურატურა ერთხელ მაინც არ შეცდეს?! – დღეს მე შეიძლება დამაკავეს, მაგრამ ყველას ვერ დაიჭერთ, ქართველი ხალხი არ დათმობს ევროპულ მომავალს,- ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის” წევრის, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული საბა სხვიტარიძის წერილშია აღნიშნული, რომელიც პარლამენტთან გამართულ აქციაზე წაიკითხეს.
სხვიტარიძის თქმით, სასამართლო ყოველი უსამართლო გადაწყვეტილებით საქართველოს და ქართველი ხალხის დემოკრატიულ მომავალს უქმნის საფრთხეს.
“მე მაწამეს, მაგრამ ვერ გამტეხეს; მე დამაკავეს, მაგრამ თავისუფლება ვერ წამართვეს. საკნის კედლები სულ რომ კუბოსავით შემივიწროოთ, ჩემზე თავისუფალი მაინც ვერ იქნებით.
სასამართლო – ყოველი უსამართლო გადაწყვეტილებით საქართველოს და ქართველი ხალხის დემოკრატიულ მომავალს უქმნით საფრთხეს. ძირს უთხრით ევროპულ მომავალს და მიგვაქანებთ რუსეთში, ირანსა და ჩინეთში.
როგორ შეიძლება ათასობით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე და 53 სისხლის სამართლის საქმეზე მხოლოდ პროკურატურა იყოს მართალი?!
როგორ შეიძლება პროკურატურა ერთხელ მაინც არ შეცდეს?! არ ვიცი, რას გიხდიან ან რით გაშინებენ, მაგრამ ახალგაზრდების ცხოვრების დანგრევისთვის და უსამართლობის დაკანონებისთვის,
მოვა დრო და ხალხის წინაშე გადაიხდით ვალს. მოვა დრო და ხალხი გამოგიტანთ განაჩენს თქვენი ყოველი ქმედების გამო.
დღეს მე შეიძლება დამაკავეს, მაგრამ ყველას ვერ დაიჭერთ. ქართველი ხალხი არ დათმობს ევროპულ მომავალს. მოვა დრო და როდესაც გამოუყენებლები იქნებით რეჟიმისთვის, უსამართლობის წინაშე თქვენც დადგებით.
თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს! თავისუფლება მზიას! ცეცხლი ოლიგარქიას!” – წერს საბა სხვიტარიძე წერილში.

ასევე დაგაინტერესებთ

სახალხო დამცველი – 2008 წლის ომიდან 18 წლის თავზე, კვლავ გამოწვევად რჩება საოკუპაციო რეჟიმების მიერ, ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთისთვის, პირთა უკანონო დაკავებების და პატიმრობის პრაქტიკა, ასევე მშობლიურ ენაზე განათლების ხელმისაწვდომობა