გერმანიაში ექსპორტი 6%-ითაა შემცირებული, ხოლო იმპორტის მაჩვენებელი 38%-იან ზრდას აჩვენებს.
საქსტატის მონაცემებით, 2024 წელს საქართველომ გერმანიაში 53,463.75 ათასი დოლარის პროდუქცია გაყიდა, ხოლო 2023 წელს ექსპორტმა 57,017.39 ათასი დოლარი შეადგინა. კლება 6,2%-ის დონეზეა. საქართველოდან გერმანიაში ნომერ პირველი საექსპორტო პროდუქტი თხილი და კაკალია.
TOP-5 პროდუქტი, რასაც საქართველო გერმანიაში ყიდის:
· თხილი და სხვა კაკალი – 9,218.22 ათასი დოლარი;
· ყურძნის ნატურალური ღვინოები – 5,873.66 ათასი დოლარი;
· ხილისა და ბოსტნეულის წვენები – 5,101.12 ათასი დოლარი;
· წმინდად და უხეშად დაფქული ფქვილი და ფხვნილი გამხმარი პარკოსანი ბოსტნეულისაგან – 4,782.23 ათასი დოლარი;
· ნაყოფი და მცენარის სხვა ნაწილები, სხვა წესით დამზადებული ან დაკონსერვებული – 3,720.94 ათასი დოლარი;
რაც შეეხება იმპორტს, 37.8%-იანი ზრდაა. 2024 წელს საქართველომ გერმანიდან 1,312,808.72 ათასი დოლარის პროდუქცია შემოიტანა. 2023 წელს კი 974,104.28 ათასი დოლარის. გერმანიიდან საქართველოში ნომერ პირველი საიმპორტო პროდუქტი მსუბუქი ავტომობილებია.
TOP-5 პროდუქტი, რასაც საქართველო გერმანიიდან ყიდულობს:
· მსუბუქი ავტომობილები – 647,666.86 ათასი დოლარი;
· სამკურნალო საშუალებები დაფასოებული – 69,745.46 ათასი დოლარი;
· სატვირთო ავტომობილები – 48,028.23 ათასი დოლარი;
· საფრენი აპარატები სხვა – 38,583.91 ათასი დოლარი;
· ტრაქტორები და უნაგირა საწევარები – 23,059.36 ათასი დოლარი;
წყარო: “ბიზნეს ინსაიდერ ჯორჯია”
