კლინიკა “ვივამედთან” მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქცია იმართება

კლინიკა “ვივამედთან” მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქცია იმართება. კლინიკასთან სხვადასხვა მედია საშუალების წარმომადგენელი იმყოფება. მათი თქმით, რეჟიმს სამიზნედ ჰყავს არჩეული კრიტიკული მედია და მზია ამაღლობელის პატიმრობაც საჩვენებლად სჭირდებათ, იმისთვის რომ დამოუკიდებელი მედია შეაშინონ. როგორც მედიის წარმომადგენლები აცხადებენ, მზია ამაღლობელი მათ აძლევთ მაგალითს, რომ სიმართლისთვის ბრძოლა გააგრძელონ.
პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით უკანონოდ დაპატიმრებული ჟურნალისტი, „ბათუმელები/ნეტგაზეთის” დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი უკვე 35-ე დღეა, შიმშილობს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ქადაგიშვილი – პრემიერ-მინისტრის მხრიდან ჩვენი ეროვნული ინტერესი ძალიან მკაფიოდ იქნა გაჟღერებული თურქმენეთის ფორუმზე, მან აღნიშნა ოკუპაციაც – კარგია, რომ ეს გზავნილი ითქვა იმ დარბაზში, სადაც ოკუპანტი ქვეყნის ლიდერი იჯდა