უკრაინა ე.წ. ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას ოკუპირებულ აფხაზეთში

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მკაცრად გმობს ე.წ. ვადამდელი საპრეზიდენტო ს ჩატარებას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, აფხაზეთში.
საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, არ აღიარებს ამ ყალბ „არჩევნებს“ და განიხილავს მას, როგორც ს ფედერაციის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე პრორუსული სეპარატისტული რეჟიმის ლეგიტიმაციის სისტემატურ მცდელობას.
„მხოლოდ საერთაშორისო საზოგადოების კონსოლიდირებულ ძალისხმევას, განსაკუთრებით უკრაინის სამხედრო მხარდაჭერას და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების რეჟიმების მკაცრ დაცვას, შეუძლია ჩაშალოს მოსკოვის აგრესიული გეგმები იმპერიის აღდგენის თაობაზე ომებისა და სუვერენული ქვეყნების ტერიტორიებზე ეთნიკური წმენდის გზით.
უკრაინა თანმიმდევრულად უჭერდა და დაუჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და არ ცნობს ოკუპირებული ს და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობას.
რუსეთმა უნდა გაათავისუფლოს საქართველოსა და უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიები და რუსმა სამხედრო დამნაშავეებმა უმკაცრესად უნდა აგონ პასუხი მათ დანაშაულებრივ ქმედებებზე“, – ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ