დღეს რომ ასეთი ამბები გამოდის დღის სინათლეზე და ვიღაცები მაინც „მაიდნის” გადამღერებული სცენარის მონაწილეებად რომ რჩებიან, უხერხულობას არ გრძნობენ?! ცოტა მაინც არ ბრაზდებიან, ასე ბინძურად რომ გამოიყენეს?

დღეს რომ ასეთი ამბები გამოდის დღის სინათლეზე და ვიღაცები მაინც „მაიდნის” გადამღერებული სცენარის მონაწილეებად რომ რჩებიან, უხერხულობას არ გრძნობენ?! ცოტა მაინც არ ბრაზდებიან, ასე ბინძურად რომ გამოიყენეს?
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და პარტიის აღმასრულებელი მდივანი სოციალურ ქსელში საქართველოში USAID-ის სცენართან დაკავშირებით „ქრონიკის“ სიუჟეტს აზიარებს და სვამს კითხვას, „დღეს რომ ასეთი ამბები გამოდის დღის სინათლეზე და ვიღაცები მაინც „მაიდნის” გადამღერებული სცენარის მონაწილეებად რომ რჩებიან, უხერხულობას არ გრძნობენ?!“
როგორც აღნიშნავს, „ნაცაგენტურაზე და USAID-ის გრანტებზე მომჯდარ ხალხს არ გულისხმობს, არამედ, საუბარი იმ ხალხზე აქვს, „თვითორგანიზების” და „გულწრფელი პროტესტის” რომ სჯერათ ამ წუთამდე“.
„დღეს რომ ასეთი ამბები გამოდის დღის სინათლეზე და ვიღაცები მაინც „მაიდნის” გადამღერებული სცენარის მონაწილეებად რომ რჩებიან, უხერხულობას არ გრძნობენ?! (როგორც ამას სიუჟეტში გახმოვანებული ამბების დამმალავი ნაცმედია იკითხავდა).
ან ცოტა მაინც არ ბრაზდებიან, ასე ბინძურად რომ გამოიყენეს?
ნაცაგენტურაზე და USAID-ის გრანტებზე მომჯდარ ხალხს არც ვგულისხმობ, ისინი მიზანმიმართულად, ტრენინგებზე ნასწავლი სლოგანებით და სქემით მიყვებიან თავიანთ აგენტურულ გეგმებს. საუბარი იმ ხალხზე მაქვს, „თვითორგანიზების” და „გულწრფელი პროტესტის” რომ სჯერათ ამ წუთამდე…“, – წერს მამუკა მდინარაძე.
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი მაიკ ბენცი აცხადებს, რომ საქართველო ერთი წლის განმავლობაში ცდილობდა ამერიკული FARA-ს ანალოგი კანონის მიღებას, რასაც USAID-ის მიერ ორგანიზებული ქუჩის საპროტესტო გამოსვლები და ამბოხების მცდელობა მოჰყვა.

ასევე დაგაინტერესებთ

ეკა სეფაშვილი 26 მაისის აღნიშვნისას რელიგიური თემატიკის გამოყენებაზე: ჩვენ ძალიან დიდ პატივს ვცემთ ეკლესიას, ეს არის ჩვენი მორალური ღირებულებების შენარჩუნების და გადარჩენის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუცია და ამის ხაზგასმა გადაჭარბებული ნამდვილად არ არის

დონალდ ტრამპი მიხეილ ყაველაშვილს: „ეს წელი ახალ შესაძლებლობებს იძლევა ამერიკელ და ქართველ ხალხს შორის მეგობრული კავშირების განსაახლებლად და ჩვენი ქვეყნების უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის ხელშეწყობისთვის“