საჯარო მოხელეები, რომლებიც მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციას მართავდნენ, პარლამენტისკენ მსვლელობით მიდიან

მთავრობის ადმინისტრაციასთან შეკრებილი საჯარო მოხელეები, რომლებიც აქციას მართავენ, მსვლელობით პარლამენტის მიმართულებით გადაადგილდებიან.
აქციის მონაწილეები მსვლელობის დროს საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობასთან შეჩერდნენ და იმ თანამშრომლებს მადლობა გადაუხადეს, რომლებმაც ევროინტეგრაციის შეჩერების შემდეგ პეტიცია შექმნეს და ხელი მოაწერეს.
აქციის მონაწილეები სკანდირებენ – „საქართველოს გაუმარჯოს“, „ცეცხლი ოლიგარქიას“, „სად მივდივართ? – ევროპაში”.
აღსანიშნავია, რომ თავისუფლების მოედანზე, ასევე მთავრობის ადმინისტრაციის ეზოში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები არიან მობილიზებულები.

ასევე დაგაინტერესებთ

რასა იუკნევიჩიენე – ფაქტი, რომ საქართველოს მთავრობას დამოუკიდებელი გამოძიების ეშინია, იმას აჩვენებს, რომ მათ სიმართლისა და დასჯის ეშინიათ – ეს აჩვენებს, რომ BBC-ის მიერ გამოვლენილი ფაქტები დიდი ალბათობით, სიმართლეა