ლიბანში გაეროს სამშვიდობო ძალებს თავს დაესხნენ, მეთაურის მოადგილე დაჭრეს

ლიბანში გაეროს დროებითი – სამშვიდობო ძალების (UNIFIL) მეთაურის მოადგილე დაჭრეს 14 თებერვალს, როცა კოლონაზე, რომელსაც სამშვიდობო ჯარის ნაწილები ბეირუთის აეროპორტში მიჰყავდა, „ძლიერი თავდასხმა“ მოხდა, იტყობინება UNIFIL-ი.
მისიამ ლიბანის ხელისუფლებისგან მოითხოვა მომხდარის სრული გამოძიება, რომელიც დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს. დამნაშავეები პასუხისგებაში უნდა იქნენ მიცემული, ნათქვამია მის განცხადებაში.
ლიბანის პრეზიდენტმა, ჟოზეფ აუნმა დაგმო მომხდარი. მისი ოფისის თქმით, უსაფრთხოების ძალები არ შეეგუებიან ქვეყანაში დესტაბილიზაციის მცდელობებს.
UNIFIL-ის კოლონაზე თავდასხმა დაგმო საფრანგეთის მთავრობამაც, რომელმაც ასევე მოითხოვა დამნაშავეების მოძებნა.
ლიბანის საინფორმაციო სააგენტო NNA-ი იტყობინება, რომ ლიბანის შინაგან საქმეთა მინისტრმა, აჰმად ალ-ჰაჯარმა საგანგებო სხდომა მოიწვია 15 თებერვალს და განიხილავს უსაფრთხოების ვითარებას. მინისტრმა განაცხადა, რომ ლიბანის მთავრობა გმობს ამ თავდასხმას, რომელსაც UNIFIL-ზე თავდასხმად მიიჩნევს. მინისტრმა განკარგულება გასცა, მოძებნონ დამნაშავეები და გადასცენ შესაბამის სასამართლო ორგანოებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ქადაგიშვილი – პრემიერ-მინისტრის მხრიდან ჩვენი ეროვნული ინტერესი ძალიან მკაფიოდ იქნა გაჟღერებული თურქმენეთის ფორუმზე, მან აღნიშნა ოკუპაციაც – კარგია, რომ ეს გზავნილი ითქვა იმ დარბაზში, სადაც ოკუპანტი ქვეყნის ლიდერი იჯდა