ლიეტუვა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში, აფხაზეთში, ე.წ. „ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების“ ლეგიტიმურობას არ აღიარებს, – ამის შესახებ განცხადებას ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო სოციალურ პლატფორმა X-ზე ავრცელებს.
„ლიეტუვა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში, აფხაზეთში, ე.წ. „ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების“ ლეგიტიმურობას არ აღიარებს. ჩვენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ ჩვენს სრულ მხარდაჭერას კიდევ ერთხელ ვადასტურებთ“, – წერს ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
